საჭიროა დედამ იცოდეს, რას მისცემს მას მეუღლის გვერდში ყოფნა მომავალი მშობლებისთვის საკმაოდ რთული საკითხი ხდება ხოლმე მშობიარობაზე მამის დასწრება-არდასწრების თემა. თუმცა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, უნდა დაესწროს თუ არა მომავალი მამა მეუღლის მშობიარობას, არ არსებობს. თუ მეუღლე იქნება თქვენ გვერდით მშობიარობის ერთ-ერთ პერიოდში მაინც (ტკივილები, ჭინთვები, ბავშვის დაბადება), მაშინ ასეთი მშობიარობა ითვლება პარტნიორულ მშობიარობად.
რა საჭიროა მამის დასწრება მშობიარობაზე? სანამ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს გადაწყვეტთ, საჭიროა დედამ იცოდეს, რას მისცემს მას მეუღლის გვერდში ყოფნა.
როდესაც იწყება მშობიარობა, ნებისმიერი ქალი (მეხუთე მშობიარობაც რომ იყოს, მაინც) ვარდება პანიკაში. ეს ხდება იმიტომ, რომ ბევრი მშობიარე არ არის თეორიულად მზად იმისთვის, რაც მის თავს ხდება. თუმცა თეორიული მზადყოფნაც არ არის ყოველთვის სიმშვიდის მაჩვენებელი. ეს ასე თუ ისე ნორმალური რეაქციაა, განსაკურებით პირველი მშობიარისთვის. ამიტომ პირველ ეტაპზე მომავალი მამის მთავარი ამოცანაა - დაამშვიდოს მეუღლე, მოუხსნას პანიკის შეგრძნება, დაურეკოს ექიმს, დათვალოს ინტერვალი ტკივილებს შორის და სხვ. სამშობიაროში მისვლისას ქმარმა უნდა მოაგვაროს საორგანიზაციო საკითხები. ბიუროკრატიული პროცედურების ნერვები ამ დროს მომავალ დედას ნამდვილად არ აქვს. მომავალი მამა უნდა იყოს მეუღლის გვერდით, დაეხმაროს სასურველი პოზის მიღებაში, რაც შეუმსუბუქებს შეტევას, გაუკეთოს მასაჟი ზურგზე, ელაპარაკოს, გაამხნევოს და ა.შ. თუ ბავშვი გაჩნდა საკეისრო კვეთის შედეგად, მას მამას დაუწვენენ მკერდზე. „კანის კანთან“ კონტაქტი და სითბური ჯაჭვის შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. იმდენად რამდენედაც ბავშვის მიკროფლორა სტერილურია, ხდება სასარგებლო „ოჯახურ“ ბაქტერიებთან მისი პირველი კონტაქტი. მთავარია - სიმშვიდე და თანადგომა. ეს არის მთავარი მომენტები პარტნიორულ მშობიარობაში. ის უნდა დაეხმაროს მეუღლეს თავდაჯერებულობაში და არავითარ შემთხვევაში თვითონ არ ჩავარდეს პანიკაში (რათა მომავალმა დედამ ორივეს მაგივრად არ ინერვიულოს). ასე რომ, პარტნიორს დაკისრებული აქვს დიდი მისია - იყოს ქალისთვის ყველაფერი: საყრდენი, ინსტრუქტორი, სუნთქვის სტიმულატორი, მასაჟისტი, ადამიანი, რომელსაც ენდობით ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში, მათ რიცხვში შედის თანხმობის მიცემა სხვადასხვა სამედიცინო ჩარევაზე; ადამიანი, რომელიც თქვენთან ერთად გაიზიარებს ამ დიდ სიხარულს.