ყველა მომავალ დედას აინტერესებს, როგორ შეიცვლება მისი სქესობრივი ცხოვრება მშობიარობის შემდეგ ყველა მომავალ დედას აინტერესებს, როგორ შეიცვლება მისი სქესობრივი ცხოვრება მშობიარობის შემდეგ. ამ სტატიაში გთავაზობთ 3 სავარუდო ცვლილებას.
1. დროებით თავშეკავებულობა
ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ქალს სისხლდენა აქვს. ამ გზით საშვილოსნო თავისუფლდება და მისი ქსოვილები აღდგენას იწყებს. ქალისთვის ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში მტკივნეულია, თუმცა ხანდახან ჩვეულებრივ მენსტრუაციას ემსაგვსება. სისხლდენა 2-3 კვირაში უნდა შეწყდეს. მაგრამ არ შეშინდეთ თუ ის 6 კვირამდეც გაგრძელდება. ექიმები გირჩევენ, რომ მშობიარობის შემდეგ ნახევარი წელი სქესობრივ აქტს მოერიდოთ. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი ღიაა ინფექციებისა და ბაქტერიებისთვის. სექსი
დაავადების შეყრის რისკს ზრდის. ინტიმურმა კავშირმა შეიძლება, ენდომეტრიტი - საშვილოსნოს ლორწოვანის მწვავე ანთება - გამოიწვიოს. თუ თავს ვერაფრით იკავებთ, გამოიყენეთ პრეზერვატივი.
2. ტკივილის შეგრძნება
მშობიარობა ქალისთვის ფიზიკური ტრამვაა. კაცები ვერც კი წარმოიდგენენ, რამხელა ტკივილის ატანა უწევთ დედებს. მაშინაც კი თუ გართულებების გარეშე იმშობიარეთ და საშოს გაკერვა არ დაგჭირდათ, საავადმყოფოდან გამოწერის შემდედ პერიოდული ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები შეგაწუხებთ.