ეს ნივთიერება ძირითადად, ანალგეტიკი ფენტანილია ავსტრალიელმა ექიმმა ჯული ფლიტმა ცხვირის აეროზოლი გამოიგონა, რომელსაც მშობიარობის დროს ტკივილის შემსუბუქება შეუძლია.
ეს ნივთიერება ძირითადად, ანალგეტიკი ფენტანილია. ეს კი ისეთივე ეფექტურია, როგორც მშობიარობის გაუტკივარებისას გამოყენებული პეტიდინი. ცხვირის სპრეი კი გაცილებით ადვილი მოსახმარია და ინიექციაზე სწრაფად მოქმედებს.
"პეტიდინი საკმაოდ ძველი პრეპარატია. მის ამოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება. შემდეგ დიდხანს იდევნება დედისა და ბავშვის ორგანიზმიდან. ფენტანილი კი სწრაფად და ისევე ეფექტურად მოქმედებს, სამაგიეროდ ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს", - აცხადებს ჯული ფლიტი.
მედიკამენტი რამდენიმე ავსტრალიელმა მშობიარემ უკვე გამოსცადა, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტთა 80% შედეგით კმაყოფილი დარჩა.
მეცნიერების აზრით, ახალი გამოგონება შეიძლება ეპუდურალური ანესთეზიის ალტერნატივად იქცეს. სპრეი დაახლოებით, 50 დოლარი ეღირება.