როგორ გამოიყურება ქალის სხეული მშობიარობიდან 24 საათში... გამაოგნებელი ფოტო!
როგორ გამოიყურება ქალის სხეული მშობიარობიდან 24 საათში... გამაოგნებელი ფოტო!
ბავშვის ამქვეყნად მოვლინება ბედის საჩუქარია, საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში. მართალია, ასეც არის, თუმცა ეს მძიმე განსაცდელიც არის. მთელი 9 თვე პატარის მუცლით ტარება, სამშობიარო ტკივილები, მშობიარობა... ყოველივე ამის მერე იყურები სარკეში და ვერ ცნობ საკუთარ თავს. სად გაქრა მოხდენილი სხეული და ვიწრო წელი? გგონია, რომ როგორც კი გააჩენ, მაშინვე მოგცილდება მუცელიც და სტრიებიც, თუმცა სინამდვილეში ეს ასე სწრაფად არ ხდება. 
არადა, საზოგადოებრივი აზრი, აღიარებული ეტალონები ქალს აიძულებს, სულ იფიქროს
იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს იდეალური დედა მოდელის გარეგნობით, სექსუალური საცვლებით, როგორც ჟურნალების გარეკანზეა... ეს კიდევ უფრო თრგუნავს მას და აკომპლექსებს...
mshoblebi
მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ქალი ყველა ამ პერიოდში ლამაზია თავისებურად. სწორედ ამიტომ, ახალბედა დედა ერიკა ენდრიუსმა მშობიარობიდან 24 საათში გადაწყვიტა, საწოლიდან გამომძვრალიყო და ყველაზე რეალისტური ფოტო გადაიღო სარკის წინ.
ფოტო შემდეგ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ასეთი წარწერით:

"აი, ასე გამოიყურება ქალი მშობიარობიდან 24 საათში. ბავშვს საყვარლად სძინავს სლინგში, ჩემს მკერდთან. მე უფროსების პამპერსი მიკეთია. ისე ვარ, თითქოს მარათონი გამერბინოს და ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს. ბავშვის დაბადების შემდეგ ისე იხსნები, როგორც მიწა მიწისძვრის შემდეგ. ყველაფერი მტკივა... სხვანაირი გავხდი. ემოციურ დონეზე.
სავსე ვარ
სიხარულის, მადლიერების, რაღაც საოცარი მელანქოლიისა და ნაღველის განცდებით. 24 საათის წინ ამ ქვეყანას ახალი სიცოცხლე ვაჩუქე... სიცარიელე, რომელიც ჩემს შიგნით დარჩა, მაიძულებს პირისპირ შევეჩეხო რეალობას. მაგრამ როცა ეს პაწაწინა მეკვრის, მკერდის ძიებაში, თითქოს ხელახლა ვივსები..."

მისმა გულწრფელობამ უამრავი ქალი აღაფრთოვანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მის ფოტოს ათასობით კომენტარი და მადლობის სიტყვები ახლავს.
კომენტარებს ერთი მამაკაციც კი შეუერთდა: "ქებათა ქება ქალებს, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ბადებენ! საკუთარი თვალებით ვნახე ჩემი ვაჟის დაბადება და ეს იყო ყველაზე გამაოგნებელი და ყველაზე მშვენიერი მოვლენა, რომელიც კი ოდესმე განმიცდია!"
mshoblebi
სხვათა შორის, ერიკამ თავისი პაწაწინა საილას ამბროზი თავის სახლში, აბაზანაში გააჩინა. ბოლო დროს ამერიკასა და ბრიტანეთში ეს აპრობირებული მეთოდია - ბებიაქალის დახმარებით ბევრი ქალი სახლში მშობიარობს.
mshoblebi
ეს კი პატარა ამბროზია, რომელსაც მამაცი დედიკო ჰყავს.
9922
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?