ქალმა სახლში მშობიარობა გადაწყვიტა და ფოტოგრაფი დაიქირავა + 10 ფოტო - მშობლები

ქალმა სახლში მშობიარობა გადაწყვიტა და ფოტოგრაფი დაიქირავა + 10 ფოტო

2016-05-11 17:00:54+04:00

ამ ამბავს 4 წლის დაიკოც დაასწრეს სახლში მშობიარობა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა. მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახლის გარემო დედისა და ახალშობილისთვის გაცილებით უსაფრთხოა. იტალიელმა ალანა ფერერამ მეორე შვილის გაჩენა სახლში გადაწყვიტა. ამ დაუვიწყარი მომენტის უკვდავსაყოფად კი სპეციალურად დაიქირავა ფოტოგრაფი, მიშელ პამპანინი.

პროცესს ალანას უფროსი ქალიშვილი, 4 წლის ლუიზაც დაესწრო, რომელიც დიდი ინტერესით ელოდა ძამიკოს ამქვეყნად მოვლინებას.

მალე დედიკოს ჭინთვებიც დაეწყო

mshoblebi

უფროდაუფრო უჭირდა ტკივილებთან გამკლავება, მაგრამ ცდილობდა სიმხნევე არ დაეკარგა

mshoblebi

ეგონა, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, დედას ტკივილი ცოტა ხნით დაავიწყა

mshoblebi

პატარა ლუიზა დედის მოსაფერებლად და გასამხნევებლად თვითონაც ჩავიდა აუზში

mshoblebi

დარწმუნებული იყო - დედა ყველაფერს გაუძლებდა

mshoblebi

მანაც ღრმად ჩაისუნთქა და...

mshoblebi

... პატარა ბენჯამენი დღის სინათლეზე გამოძვრა. ალანა ვერ იჯერებდა, რომ ყველაფერი, როგორც იქნა, დასრულდა. ოჯახის წევრები აღტაცებულნი და გულაჩუყებულნი შეჰყურებდნენ დედა-შვილს.

mshoblebi

სულ მალე ალანას ტკივილი საერთოდ აღარ ახსოვდა - მის ბედნიერებას საზღვარი ჰქონდა. ბენჯამენი დაიკოს დანახვისთანავე მოეწონა

mshoblebi

პატარა ბენჯამენი ჭიპლარითა და პლაცენტით

mshoblebi

კომბინიზონი ლუიზას გემოვნებით შეურჩიეს

mshoblebi

სახლში მშობიარობაზე აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. ერთნი ამას სასიკვდილო რისკად თვლიან, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი გზაა. ფაქტია, რომ ალანა თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს.

mshoblebi

წყალში მშობიარობა - ფოტოალბომი