ამ ამბავს 4 წლის დაიკოც დაასწრეს სახლში მშობიარობა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა. მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახლის გარემო დედისა და ახალშობილისთვის გაცილებით უსაფრთხოა. იტალიელმა ალანა ფერერამ მეორე შვილის გაჩენა სახლში გადაწყვიტა. ამ დაუვიწყარი მომენტის უკვდავსაყოფად კი სპეციალურად დაიქირავა ფოტოგრაფი, მიშელ პამპანინი.
პროცესს ალანას უფროსი ქალიშვილი, 4 წლის ლუიზაც დაესწრო, რომელიც დიდი ინტერესით ელოდა ძამიკოს ამქვეყნად მოვლინებას.
მალე დედიკოს ჭინთვებიც დაეწყო
უფროდაუფრო უჭირდა ტკივილებთან გამკლავება, მაგრამ ცდილობდა სიმხნევე არ დაეკარგა
ეგონა, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, დედას ტკივილი ცოტა ხნით დაავიწყა
პატარა ლუიზა დედის მოსაფერებლად და გასამხნევებლად თვითონაც ჩავიდა აუზში
დარწმუნებული იყო - დედა ყველაფერს გაუძლებდა
მანაც ღრმად ჩაისუნთქა და...
... პატარა ბენჯამენი დღის სინათლეზე გამოძვრა. ალანა ვერ იჯერებდა, რომ ყველაფერი, როგორც იქნა, დასრულდა. ოჯახის წევრები აღტაცებულნი და გულაჩუყებულნი შეჰყურებდნენ დედა-შვილს.
სულ მალე ალანას ტკივილი საერთოდ აღარ ახსოვდა - მის ბედნიერებას საზღვარი ჰქონდა. ბენჯამენი დაიკოს დანახვისთანავე მოეწონა
პატარა ბენჯამენი ჭიპლარითა და პლაცენტით
კომბინიზონი ლუიზას გემოვნებით შეურჩიეს
სახლში მშობიარობაზე აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. ერთნი ამას სასიკვდილო რისკად თვლიან, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი გზაა. ფაქტია, რომ ალანა თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს.