სინამდვილეში რა განსხვავებაა საკეისრო კვეთასა და ფიზიოლოგიურ მშობიარობას შორის? - ამირან ქორიძის რჩევები ქალებს
სინამდვილეში რა განსხვავებაა საკეისრო კვეთასა და ფიზიოლოგიურ მშობიარობას შორის? - ამირან ქორიძის რჩევები ქალებს
1 / 2
Next
ჯანდაცვის სამინისტროს კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ საქართველოში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი - 37%-ია, ამის მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. ამ საკითხზე სასაუბროდ ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილ ადამიანს მივმართეთ - თბილისში ცნობილ მეან-გინეკოლოგს, "ჯანმრთელობის სახლის" დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ბატონ ამირან ქორიძეს.
ბატონი ამირანი წლებია არა მხოლოდ კლინიკას ხელმძღვანელობს, უშუალოდ არის ჩართული საქმეში და ბევრი სიცოცხლე დაბადებულა მის ხელში.

- ფიზიოლოგიური მშობიარობაა ზის როგორც ქალის, ასევე ახალშობილის ბუნებაში.
ბავშვმა უნდა გაიაროს სამშობიარო გზები, რის შემდეგაცდ უფრო მომზადებული ხვდება ახალ გარემოს. მაგრამ, არც ექიმისთვის და არც პაციენტისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს ის, რომ ქალმა მაინცდამაინც ბუნებრივად იმშობიაროს. როდესაც ყველაფერი მიდის ნორმის ფარგლებში და არ გვაქვს რაიმე გართულება, არ ვდგავართ რაიმე სახის რისკის წინაშე, რასაკვირველია, კარგია ფიზიოლოგიურად მშობიარობა. მით უმეტეს რომ, ამ დროს თავად ქალი მონაწილეობს ბავშვის დაბადებაში, რაც მას თავდაჯერებულობას ჰმატებს, საკეისრო კვეთის დროს კი ამას მოკლებულნი არიან დედები. გარდა პირადი გადაწყვეტილებისა, არსებობს ეროვნული გაიდლაინები და პროტოკოლები, სადაც გაწერილია, რა ჩვენების დროს უნდა გაკეთდეს საკეისრო. საკეისრო კვეთა შეიძლება ჩატარდეს როგორც დედის, ასევე ბავშვის ჩვენებით, როდესაც ერთს ან მეორეს რაიმე გართულება აქვს, უმჯობესი
ხდება რისკების თავიდან ასაცილებლად ამ გზით მოევლინოს ბავშვი ქვეყანას.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
170957
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (28)
თეო
1
პირველი საკეისრო გავიკეთე,სამედიცინო ჩვენება მქონდა, ძალიან კარგად გადავიტანე ,ნაოპერაციებიც კი არ მეტყობათითქმის,ახლა მეორეს ველოდები და ნამდვილადარ მსურს მეორე ჭრილობა,თუ ყველაფერი კარგად იქნება მირჩევნია ვიმშობიარო, 5წელია საკეისროდან გასული.
23:42 / 01-02-2020
???
2
კარგით რა ხალხნო,სამი შვილი როგორ გავაჩინე აბა ფიზიოლოგიურად? თვითონ მიქარეთ და გაიკეთეთ (არ ვგულიხმობ ქალებს გამოუვალ სიტუაციაში, ვისაც სამედიცინო ჩვენება ჰქოდა და რეალურად სჭირდებოდა), სხვას რაღას უბიძგებთ და უმტკიცებთ რომ იგივე ნაბიჯი გადადგას? არ შეიძლება გაჩუმდეთ? მე რომ ლამის დავრბოდი სამშობიაროში, საწყალი ნაკეისრალი ქალები ძლივს დაღოღავდნენ. არსებობს თანამედროვე მედიცინაში ათასი გზა ტკივილის შემცირების, რას იჯიჯგნით თავს?
16:03 / 30-07-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?