ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა დედამ და რაც გამოუცდია ყველა დედას როდესაც ბრიტანელმა ბეკი პოუპმა ბავშვი გააჩინა, გადაწყვიტა, შეემზადებინა მომავალი დედები მოსალოდნელი პრობლემებისთვის. მისმა პოსტმა ფეისბუქზე "15 რამ, რაც უნდა იცოდეთ მას შემდეგ, რაც გააჩენთ ბავშვს" - პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდა დედებს შორის. მოდით ვნახოთ, მაინც რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ?
1. ძლიერი ტკივილი არა მარტო მშობიარობის, არამედ მის შემდეგაც. წინ გელოდება ბევრი პროცედურა, რომლებიც დიდი მოთმინებით უნდა გადაიტანო.
2. პირველი მოშარდვა მშობიარობის შემდეგ. თუ თბილ წყალს დაისხამ საჭირო ადგილას, შეიძლება შეიმსუბუქო ტკივილი.
3. პირველი კუჭის მოქმედება. თუ ფიქრობ, რომ ყველაზე რთული უკან მოიტოვე - ნუ გაიხარებ წინასწარ. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მეორე ბავშვის გაჩენას აპირებ...
4. გეჩვენება, რომ ყველა პატარა საყვარელია. შენი შვილი დანაოჭებულ მოხუცს ემგვანება, მაგრამ მაინც ისე შეხედავ, თითქოს ძალიან საყვარელი იყოს.
5. თუ ბიჭი გაგიჩნდება, ნუ შეგაშინებს მისი გენიტალიები (თავიდან შეშუპებული იქნება, მერე კი ნორმას დაუბრუნდება).
6. ბავშვის პირველი კუჭის მოქმედების შემდეგ ექთანი მოვა და შეგამოწმებს, თუ როგორ უმკლავდები ყოველივე ამას.
7. პირველი ბანაობა. მშობიარობის შემდეგ ისეთი შეგრძნება გექნება, რომ მთელი ცხოვრება უნდა იარო "გაშლილი" ფეხებით. აბაზანის მიღების შემდეგ უკეთესად იქნები. ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, თითქოს ახალი ცხოვრება დაიწყე.
8. ექთნებს ძალიან უყვართ პატარები. ისინი ხშირად მოვლენ და შეამოწმებენ მას. შეიძლება არ მოგეწონოს, რომ შენს შვილს სხვა უვლის ან ეფერება, მაგრამ ჯერ ისინი არიან "უფროსები".
9. მოგეჩვენება, რომ ბავშვი მხოლოდ შენს ხელში ტირის. ასე თითქოს ცდილობს დაგინგრიოს ცხოვრება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ შეგრძნება გექნება ზუსტად ასეთი.
10. ბავშვი გაუშვებს აირებს, წამოაღებინებს, ბევრს დაასლოკინებს. იმედი გექნება, რომ უფროსებს ეცოდინებათ, თუ რითი მოუწესრიგოთ ბავშვს კუჭ-ნაწლავში წარმოქმნილი აირები. თუმცა, პირველ ხანებში აირები შენც შეგაწუხებს.
11. მზად იყავი იმისთვის, რომ ახლობლებსა და ნათესავებს მოუნდებათ სამშობიაროში მოსვლა და მონახულება. მინიმუმამდე დაიყვანე მათი რიცხვი. მიიღე მხოლოდ ოჯახის წევრები.
12. შენი მუცელი ბუშტს ემსგავსება, რომელსაც არაფრით არ უნდა, რომ დაიფუშოს. როდესაც დაიჩუტება, ზდმეტი ხორცი გექნება ჩამოკიდებული ყოფილი პრესის ადგილას.
13. ექიმი შეგეკითხება - წამოგივიდა თუ არა რძე. ექთნები ხშირად შემოვლენ და გამოგიწურავენ მკერდიდან რძეს. ამ დროს საშინელი ტკივილი გექნება - დამიჯერე!
14. თუ შენ და ბავშვს ყველაფერი რიგზე გექნებათ, გაგწერენ სახლში. მაგრამ არ იჩქარო, სახლში გელოდება დიდი გამოცდა, რადგან კარგა ხანს პრაქტიკულად ვეღარ დაიძინებ.
15. არ ინერვიულო. ამ ყველაფერს განიცდის ნებისმიერი დედა. არ არის აუცილებელი, იყო სუპერქალი, რათა გახდე კარგი დედა. უბრალოდ ყური მიუგდე შენს ინტუიციას. ნებისმიერ შემთხვევაში იდეალური იქნები შენი პატარასთვის. თუ ბავშვი უკვე გააჩინე - ჩათვალე, რომ დანარჩენს ყველაფერს შეძლებ! მთავარია აღიჭურვო მოთმინებით... და დაივიწყო ძილი:)