ქალის ცეკვა მშობიარობის წინ, რომელიც 11 მილიონმა ადამიანმა ნახა!
ქალის ცეკვა მშობიარობის წინ, რომელიც 11 მილიონმა ადამიანმა ნახა!
ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ცეკვავ ამერიკელი ემბერ ბუში სამშობიაროს პალატაში, თავისი ქალიშვილის ამქვეყნად მოვლენამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, უკვე 11 მილიონზე მეტა ადამიანმა ნახა სოციალურ ქსელში. ეს ემბერის პირველი მშობიარობა იყო. მშობიარობის ვადებმა, ექიმების და ემბერის გამოთვლებით, ერთი კვირით დააგვიანა და თავად პროცესიც, ემბერის თქმით, ნელა მიმდინარეობდა. მოულოდნელად, უკვე წყლებდაღვრილმა და სამ თითზე გახსნილმა ემბერმა გადაწყვიტა, ბავშვის დაბადება ცეკვის მეშვეობით დაეჩქარებინა. პალატაში მიიწვია თავისი მული და ცეკვა დაიწყეს. 
ვიდეოს გადაღებიდან
სულ მალე ემბერმა მშვიდობიანად იმშობიარა და ვიდეოც სოციალურ ქსელში გააზიარეს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ პოპულარობას გამოიწვევდა. განსაკუთრებით კი ქალები აღფრთოვანდებოდნენ ემბერის სიმამაცით და მოქნილობით.
იხილეთ ვიდეო
16745
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
123
0
კარგით რააა ასე ყველაფრის გადაღება და მერე ატვირთვა ხომ არ შიძლება.. ძალიან არაესთეტიური საყურებელია რბილად რომ ვთქვა.. არასასიამოვნო.. ან თუ მაგას აპირებდა გადაეცვა რამე რომ ეს ამოდებული საფენი მაინც დაეფარა.. სულ გარეკა ამ ხალხმა
11:40 / 07-04-2017
Teona
0
საყვარელი, ყოჩაღი დედიკოა
13:02 / 13-03-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?