გაცილებით მეტად "ეფექტური" ყოფილა ეს შედეგი, თუ ქალი პირველად აჩენს 30-ს ზემოთ ასაკში ბოსტონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალებში გვიანი მშობიარობა დაბერების პროცესს ანელებს და ქალს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ლაპარაკია როგორც პირველ მშობიარობაზე, ისე მეორე და მესამე მშობიარობაზე. თუმცა გაცილებით მეტად "ეფექტური" ყოფილა ეს შედეგი, თუ ქალი პირველად აჩენს 30-ს ზემოთ ასაკში. კვლევის თანახმად, ის ქალები, რომლებიც პირველ შვილს 30-33 წლისები აჩენდნენ, ორჯერ იფრო ხშირად აღწევდნენ 95 წელს, ვიდრე ისინი, ვინც ბოლოს 29 წლისამ იმშობიარა.