7 უტაქტო კითხვა მშობიარობის შემდეგ - რა რეაქცია უნდა გქონდეთ მათზე
7 უტაქტო კითხვა მშობიარობის შემდეგ - რა რეაქცია უნდა გქონდეთ მათზე
სამშობიაროდან ახალგამოსულს კითხვების კორიანტელი გელით. შეეგუეთ, უმეტესობა უტაქტო იქნება. ისწავლეთ პასუხის ღიმილით გაცემა.

1. გახდომას არ აპირებ?
ვინ კითხულობს? ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ ზედმეტი წონა. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ არც დიეტაზე უნდათ ყოფნა, არც ვარჯიშობენ.
მიზეზი: ბანალური შური (ზოგიერთი ქალი მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებულად ლამაზდება). გარშემო მყოფებს უჭირთ მათი მიღება.

2. როგორ ჩაირა მშობიარობამ?
ვინ კითხულობს? ვისაც ყურადღება აკლია და ლაპარაკი უყვარს. მათ არ აინტერესებთ ბავშვის დაბადება. სწრაფად იწყებენ საკუთარი მშობიარობის გახსენებას და მოყოლას.

მიზეზი: სიყვარულის არ არსებობა. ასეთ სიტუაციაში ვარდებიან
ქალები 40+, რომლებსაც "დაცარიელებული ბუდის სინდრომი" აქვთ: მათი დახმარება აღარავის სჭირდება და მოსავლელიც არავინ ჰყავთ.

3. რძე შეამოწმეთ, ხომ არ ავნებს ბავშვს?
ვინ კითხულობს? ვისაც "ხუთოსნის სინდრომი" აქვს. სურს, გამოიძიოს ყველა დეტალი.
მიზეზი: შიში, საკუთარი თვითრწმენის არ არსებობა, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი აკონტროლონ. მათ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ექსპერტებს, წესებს ეყრდნობიან.

4. სულ რატომ ტირის თქვენი პატარა?
ვინ კითხულობს? ყველაზე ეპატაჟური და ხმაურიანი ადამიანი. თავად ხმაურის მიზეზია და ცდილობს, ყველას წესრიგისკენ მოუწოდოს.
მიზეზი: არასრულფასოვნების გრძნობა. არარეალიზებული ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველას დაუმკიცოს, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ამიტომაც ცდილობენ, აკონტროლონ ყველა და ყველაფერი.

5. მეორე
როდის უნდა გააჩინოთ?
ვინ კითხულობს? ვისაც ერთი შვილი ჰყავს, დაქორწინებულია, მაგრამ ქმართან არ გაუმართლა. მათგან ხშირად მოისმენთ: "ბევრ შვილზე ვოცნებობდი, მაგრამ..." ან მშობლებისგან, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ და ოჯახურ ცხოვრებას ისე აღიქვამენ, როგორც დაუსრულებელ ქაოსს.
მიზეზი: საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება. თავს მოგახვიონ შეუმდგარობის კომპლექსი.

6. რატომ ხართ ასეთი ნერვიული, მოდუნდით...
ვინ კითხულობს? პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თავად ფეთქებადი ტემპერამენტის ხალხი. რომლებიც სხვებზე ანთხევენ ჯავრს.
მიზეზი: საკუთარი კომპლექსების დასაფარავად.

7. თქვენი შვილი თქვენს ქმარს რატომ არ ჰგავს?
ვინ კითხულობს? ადამიანები, რომლებიც ამაყობენ საკუთარი ადგილით საზოგადოებაში, ოჯახისშვილობით, მიღწევებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით.
მიზეზი: სხვების დაცინვით საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენა.

როგორი უნდა იყოს თქვენი რეაქცია?
  • თემის შეცვლა - უპასუხოდ დატოვეთ კითხვა. ან გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე.
  • საპასუხო კითხვა - ჩააყენეთ ცნობისმოყვარე უხერხულ სიტუაციაში, ჰკითხეთ: "თქვენ რატომ გაინტერესებთ?".
  • მადლიერება - გულწრფელად მადლობა გადაუხადეთ: "მიხარია, რომ ასე განიცდით ჩემს ცხოვრებას".
  • კითხვაზე: როდის გააჩენთ მეორეს, მშვიდად უპასუხეთ: "დღესვე დაველაპარაკები მეუღლეს ამ საკითხზე".
  • დრამატიზაცია - მაქსიმალურად ემოციურად უთხარით: "არასდროს მკითხოთ, ეს ძალიან რთული საკითხია ჩემთვის".
  • ახლობლებისა და უცხოებისთვის
  • კონტაქტის გაწყვეტა - "მადლობა ყურადღებისთვის, არ ღირს ამის გამო ნერვიულობა".
  • გაუგებრობა - "ბატონო?", "მკითხეთ რამე?" - ვითომ ვერ გაიგეთ, რა გკითხეს.
  • გამოყენება - ეცადეთ, მოსაუბრე დაასაქმოთ: ან ბავშვი დააჭერინეთ, ან მოიმსახურეთ.
  • ფილოსოფიურად - ეცადეთ, თავი აარიდოთ კონკრეტულ პასუხს და წაუფილოსოფოსეთ: "რთული საკითხია. არავინ იცის, რას გვიმზადებს მომავალში იღბალი".
29137
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ნინ
1
კომენტარებში ისინი ბრაზობენ, ვინც ასეთ შემაწუხებელ კითხვებს სვამს.
02:37 / 14-06-2018
ასმათი
0
აბა რამდენმა ამოიცნო თავი :D
14:24 / 07-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?