რა განაპირობებს ბავშვის სილამაზეს ჯერ კიდევ ფეხმძიმობისას მიჩნეულია, რომ ფეხმძიმე ქალმა ყველაფერ ლამაზს უნდა უყუროს და მაშინ მისი შვილიც ლამაზი დაიბადება. ეთანხმებიან თუ არა მეცნიერები ამ ხალხურ აზრს?
ადამიანის გარეგნობა დიდწილად გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა ბევრჯერ გავმხდარვართ მოწმე, რომ ბავშვი აშკარად ჰგავს ლამაზ დედ-მამას ნაკვთებით, მაგრამ ლამაზი არ არის. ან პირიქით - ჰგავს ულამაზო დედ-მამა, მაგრამ მაინც ლამაზია. სწორედ ამის ახსნას ცდილობენ მეცნიერები და აი, რა ზოგად რეკომენდაციებს იძლევიან ისინი:
იხილეთ ყველაზე ლამაზი ქართველი დედა-შვილების ფოტოალბომი
ფეხმძიმეებს ურჩევენ ხშირად იარონ მუზეუმებში, გამოფენებზე, დატკბნენ ბუნების სილამაზით. სამოგზაუროდ წასვლაც რეკომენდებულია, რადგან გარკვეული ტენდენცია, რომ მოგზაურობისას უფრო ლამაზი ბავშვები იბადებიან, არსებობს.
რომელ დედასაც არ უნდა ჰკითხოთ, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. თუმცა სილამაზეს უდავოდ აქვს თავისი უპირატესობები - მიმზიდველ ადამიანებს მეტად პატიობენ, უფრო უყვართ, ადვილად უმეგობრდებიან.
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ გარეგნობა დიდწილად დამოკიდებულია ადამიანის შინაგან თვისებებზე, სამყაროს აღქმასა და ცხოვრების სტილზე. როგორც წესი, სულიერი სიმშვიდე მუდამ ასახავს კვალს ვიზუალურ მხარეზე. მომხიბვლელი ღიმილი და ნათელი თვალები მუდამ აღაფრთოვანებს გარშემო მყოფებს.
ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ჯანმრთელი და ლამაზიც იყოს. ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი სხვაზე მიმზიდველი. მათი აზრით, ადამიანის გარეგნობა მის დაბადებამდე განისაზღვრება. სპეციალისტების აზრით, ფეხმძიმე დედამ ლამაზი და ჯამრთელი ბავშვის გასაჩენად უარი უნდა თქვას მავნე ჩვევებზე, დაიცვას თავი ინფექციებისგან და წონაში ზედმეტად არ მოიმატოს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კანისა და კუნთების იდეალურ ფერსა და მოყვანილობას.
დედამ უნდა მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სრულფასოვნად იკვებოს, მსუბუქად იაქტიუროს, პოზიტივითა და სილამაზით იყოს გარშემორტყმული. გარშემო ყველას სიყვარულითა და გაგებით მოეკიდოს. აი, მთავარი ნიშნები, რათა მომავალმა დედამ ჯანმრთელი და ლამაზი შვილი გააჩინოს. გამონაკლისები ყოველთვის იარსებებენ, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს მიდგომა ამართლებს.
იხილეთ ყველაზე ლამაზი ქართველი დედა-შვილების ფოტოალბომი