ექიმებმა ქალს განუცხადეს, რომ ტყუპზე იყო ფეხმძიმედ
მოვლენა, რომელიც ფეხმძიმობის დროს მეორე განაყოფიერებას წარმოშობს სუპერფეტაცია ჰქვია. ის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
ჩინელი წყვილი ორივე ჩვილის კანონიერი მშობელი იყო, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დაუბრუნებდნენ ბიოლოგიურ მშობლებს მათ საკუთარ შვილს 18 ათასი დოლარის საფასურად.
სასამართლო რამდენიმე თვე გაგრძელდა, ადვოკატის მომსახურებაზე ჯესიკამ და უორდელმა 3 ათასი დოლარი დახარჯჯეს და შვილი ზედმეტი გადასახადის გარეშე დაიბრუნეს. ბიჭუნას მალაჩი დაარქვეს.
ამის შესახებ კომენტარი ქართველ გინეკოლოგებს ვთხოვეთ. მათ ანონიმად დარჩენა არჩიეს, რათა კლინიკის სახელით ამგვარი საფრთხის გაჟღერების უფლება არ ჰქონდათ. სამაგიეროდ ფაქტის შესაძლებლობა დაადასტურეს.
"თეორიულად ეს დასაშვებია. ბუნებრივადაც ხდება ასეთი რამ. როდესაც ქალს რამდენიმე პარტნიორი ჰყავს, შესაძლებელია, ორი სხვადასხვა ადამიანისგან ერთდროულად დაორსულდეს და გააჩინოს ტყუპი. იგივე ხდება ხელოვნური განაყოფიერების დროსაც - როცა ქალი სუროგატია და პარალელურად აგრძელებს სქესობრივ ცხოვრებას. ისიც შეიძლება მეორე მამაკაცისგან დაფეხმძიმდეს და ტყუპი გააჩინოს" - გვითხრა გინეკოლოგმა, რომელიც თავადაც მუშაობს ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით.