ჩვენ შევაგროვეთ მეან-გინეკოლოგების ყველაზე სასარგებო რჩევები უსაფრთხო მშობიარობა და მომავალი შვილის ჯანმრთელობა - აი, რა აინტერესებს ფეხმძიმე ქალს ყველაზე მეტად. ჩვენ შევაგროვეთ მეან-გინეკოლოგების ყველაზე სასარგებო რჩევები.
კონსტრუქციული ურთიერთობა
პესიმისტები, რომლებიც მუდამ წუწუნებენ, აკრიტიკებენ და ნეგატივს ავრცელებენ, ან მუდმივად მძიმე მშობიარობით გამოწვეულ გართულებებს იხსენებენ, ჯობია თავიდან მოიცილოთ. მეტი დრო გაატარეთ პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად. გახსოვდეთ, რომ დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბავშვსაც გადაეცემა. პოზიტივი კი საუკეთესო წინაპირობაა კარგი ფეხმძიმობისა და მშობიარობისთვის.
ზომიერი გაკაჟება
ყინულიან წყალში ჩახტომას და გადავლებას არავინ გირჩევთ. უბრალოდ, ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. მეტად გაანიავოთ სხეული. ძილის დროის მაინც არ იყოთ ჩაფუთნილი.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ვარჯიში და სწორი კვება
ჯანმრთელი ფეხმძიმობისთვის აუცილებელია ზომიერი რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება. კარგია იოგა და პილატესი. აგრეთვე, თუ სამედიცინო აკრძალვა არაა აკვააერობიკა. დღეში 30-45-წუთიანი ვარჯიში სავსებით საკმარისია.
ხარისხიანი ვიტამინები
ხარისხიანი ვიტამინები ხარისხიან პროდუქტებშია. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით, ხორცით, თევზით, რძის პროდუქტებითა და კვერცხით. კარგია გვირილის, ასკილია ჩაი. ზოგიერთი ბალახების ჩაისაც სვამს. თუმცა, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ დალევთ.
სითხის სმის რეჟიმი
დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. ფეხმძიმობისას მეტი უნდა სვათ, ვიდრე მანამდე სვამდით. ექიმები ამბობენ, რომ ფეხმძიმეებში გახშირებული თავის ტკივილი წყლის ნაკლებობის ბრალია. თუმცა, პარალელურად კვებაც უნდა აკონტროლოთ. თუ მარილიან და ზედმეტ ტკბილს ეტანებით, ზედმეტი სითხე უფრო საშიშია, ვიდრე მისი ნაკლებობა.
გადაფურცლე მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
სასარგებლო ლიტერატურა
აუცილებლად გაეცანით ფეხმძიმობასა და ბავშვის მოვლაზე დაწერილ წიგნებს. თუმცა, სანამ მათში მოცემული რჩევებით იხელმძღვანელებთ, რჩევა ექიმს ჰკითხეთ.
განწყობა ბუნებრივ კვებისადმი
თქვენი ორგანიზმი თავად მოემზადება. თქვენ კი პოზიტიურად უნდა განეწყოთ. იცოდეთ, რომ ბუნებრივი კვება მნიშვნელოვანია ბავშვისთვის (პირველი 6 თვე მაინც) და დაივიწყეთ ფრაზები: "მკერდი დამიუშნოვდება", "ისედაც პატარა მკერდი მაქვს", "არ მივაკარებ ჩემს მკერდს" და ა.შ.
აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა
თუ ფეხმძიმეს რეზუს-კონფლიქტი აქვს, აკონტროლეთ ჯანმრთელობა. ნურც სტანდარტულ რეკომენდაციებს დაივიწყებთ: "მოერიდეთ სტრესს", "გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი", "ისწავლეთ მოდუნება" და.შ.
სწორი სუნთქვა
თუ არ აპირებთ სპეციალური სუნთქვითი კურსის გავლას, ონლაინრჩევებს მაინც გაეცანით. სწორი სუნთქვა მშობიარობას გაგიადვილებთ. გახსოვდეთ, რომ სწორ სუნთქვას სტრესის მოხსნაც შეუძლია. არსებობს სუნთქვის ელემენტარული წესი - ვისუნთქავთ სიხარულს, ძალას, სინათლეს (4 თვლა), ვიკავებთ (1 თვლა), ამოვისუნთქავთ ნეგატივს (4 თვლა).
"დღეში ნახევარი საათი დაუთმეთ ვიზუალიზაციას. დაჯექით მოხერხებულად, აკონტროლეთ სუნთქვა. ის მშვიდი და თავისუფალი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ თქვენი მუცლადმყოფი შვილი. როგორი იქნება ის, როცა დაიბადება. რა თქმა უნდა, ჯანმრთელი, ლამაზი, კარგი ხასიათის. წარმოსახვა დაწვრილებითი უნდა იყოს".
რაციონის ცვლილება
ფეხმძიმობის დადგომისთანავე რაციონს მკვეთრად ნუ შეიცვლით. ნელ-ნელა გადადით ჯანსაღ საკვებზე. თუ ვეგეტარიანელი ხართ, გახსოვდეთ, რომ ცილა აუცილებელი პროდუქტია თქვენი შვილის უჯრედების ჩამოყალიბებისთვის. გაამდიდრეთ რაციონი ცილით, რომ მუცლადმყოფი ბავშვი ძლიერი გაიზარდოს და პირველ მთავარ და სერიოზულ გამოცდას - დაბადებას გაუძლოს.