ანტიბაქტერიული საპონი უკუნაჩვენებია ორსულებისთვის
ანტიბაქტერიული საპონი უკუნაჩვენებია ორსულებისთვის
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ანტიბაქტერიულ საპონში არსებულ ნივთიერებებსა და მცირე წონით დაბადებულ ბავშვებს შორის. არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრები ორსულ ქალებს ურჩევენ, ორსულობის დროს ანტიბაქტერიული საპნის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. ექსპერტების აზრით, ნივთიერებები, რომლებიც ამგვარ საპნებში შედის, ბავშვის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. მეცნიერებმა გააანალიზეს პირადი ჰიგიენის საშუალებებში ყველაზე ხშირად გამოყენებული ორი ინგრედიენტის – ტრიკლოზანისა და ტრიკლოკარბანის ზემოქმედება მომავალ დედებსა და მათ შვილებზე. მათ დაადგინეს, რომ ისინი გავლენას ახდენენ ახალშობილის მცირე წონაზეც.
სხვათა შორის, ადრე სხვა მეცნიერებმა ტრიკლოზანი ანტიბიოტიკებისადმი წინააღმდეგობაში "დაადანაშაულეს". გარდა ამისა, ნივთიერებები, რომლებიც
ამგვარ საპნებსა და სარეცხ საშუალებებში შედის, მამაკაცის უნაყოფობაზეც კი ახდენს თურმე გავლენას და საერთოდაც, ანტიბაქტერიული საშუალებების "ბრალია" მეტწილად ასე მომატებული ალერგიები ბავშვებში – ისინი იმდენად სტერილდებიან, რომ ჩვეულებრივ ყოფით ბაქტერიებსაც ვეღარ ებრძვის ორგანიზმი.
მეცნიერების თქმით, ჯობს ჩვეულებრივი, საბავშვო ან ნაკლები ნივთიერებებით დატვირთული საპონი გამოვიყენოთ, ასევე ე.წ. სამეურნეო – სარეცხი საპონი, 72%-იანი, რომელიც ბევრად სასარგებლო და საჭიროა (იხილეთ სტატია).
5289
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები