"ყური უგდეთ საკუთარ სხეულს!" - დედის გაფრთხილება, რომელმაც მშობიარობისას კინაღამ ბავშვი დაკარგა
"ყური უგდეთ საკუთარ სხეულს!" - დედის გაფრთხილება, რომელმაც მშობიარობისას კინაღამ ბავშვი დაკარგა
19-წლის ეილა ჰელერი პირველად გახდა დედა. მშობიარობამ მძიმედ ჩაიარა. გოგონას დაკვირვებულობა რომ არა, ბავშვი შეიძლებოდა მკვდარი დაბადებულიყო.

ორსულობის 38-ე კვირის პირველი დღე ეილამ ჩვეულებრივად გაატარა. ერთადერთი რამ, რაც მან შეამჩნია იყო ის, რომ მუცელში ბავშვი საერთოს არ ინძრეოდა.

"ალბათ, ნაკლებად აქტიური დღე აქვს", - გაიფიქრა ეილამ და გადაერთო საყოფაცხოვრებო საქმეებზე.

შუადღისკენ შეამჩნია, რომ ბავშვმა მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ მოძრაობის მხრივ ისევ პასიურობდა. ბავშვის ამ მოძრაობამ დაამშვიდა ეილა. 19 საათზე მიხვდა, რომ ბავშვი მას მერე აღარ განძრეულა.
mshoblebi
ეილამ და მისმა მეუღლემ შეძლებისდაგვარად
მოისმინეს ბავშვის გულისცემა. მაგრამ მართლა უსაფრთხოდ იყო?

ეილამ თავისი მდგომარეობის შესახებ დაწერა დედების ჯგუფში, სადაც მას ურჩევდნენ მისულიყო ექიმთან. ამის შემდეგ მან დედას მიმართა დახმარებისათვის, რომელმაც დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მისვლა ურჩია. სწორედ ამან გადაარჩინა პატარა მედი.

კლინიკაში გასინჯვის შემდეგ ექიმებმა სასწრაფოდ საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყვიტეს: აღმოჩნდა, რომ პლაცენტა იყო კალციფიცირებული. რომ არა დროული მიმართვიანობა - ბავშვი დაიღუპებოდა.

სპეციალისტები ამ დაავადებს პლაცენტის კალცენოზს უწოდებენ. ამ დროს ხდება პლაცენტარული უკმარისობა, რის შედეგადაც ბავშვს აღარ ჰყოფნის ჟანგბადი და საკვები.

30 აგვისტოს მედი დაიბადა აბსოლუტურად ჯანმრთელი. მხოლოდ პირველ საათებში ჟანგბადის ნაკლებობა აწუხებდა.

"ბევრ ქალს ეშინია ზედმეტად კვლევებზე მისვლა
კლინიკაში, მაგრამ ეს შიში უნდა გადალახონ, რათა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას", - ამბობს ეილა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
5099
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?