რომ არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ჩანასახის ტვინის განვითარებისთვის სასარგებლოა კორნელის უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ჩანასახის ტვინის განვითარებისთვის სასარგებლოა. კვერცხის გული, უცხიმო წითელი ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები, ნიგოზი და ჯვაროსანი ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, მდოგვი, პირშუშხა, რაფსი, შალგი და სხვა) ქოლინით მდიდარი პროდუქტებია და ცალსახად ნაჩვენებია ორსულებისთვის.
დედის რაციონში ქოლინის შემცველობა დადებითად მოქმედებს შთამომავლობის კოგნიტიურ ფუნქციებზე. მეცნიერებმა გამოიკვლიეს იმ ბავშვების ტვინის მდგომარეობა, რომელთა დედებიც, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რეკომენდებულ ნორმაზე ორჯერ მეტ ქოლინს მოიხმარდნენ.
კვლევის ფარგლებში 26 ქალი ორ ჯგუფად
დაჰყვეს. ყველა ქალის რაციონი ერთნაირი იყო. ქოლინისა და სხვა საკვები ნივთიერებების მოხმარება მკაცრად კონტროლდებოდა, იმდენად, რამდენადაც ქოლინის მეტაბოლიზმი და ფუნქციონირება შეიძლება გადაიკვეთოს ვიტამინ В12, В6 და ფილიუმის მჟავას აქტივობასთან.