ნუ გგონიათ, რომ დედის მუცელში სიმშვიდეა ულტრაბგერით გამოკვლევაზე ხშირად ვხედავთ, რომ პატარა თითს წოვს, ახელს და ხუჭავს თვალებს. თუ მშვიდადაა, იძინებს, თუ აფორიაქებულია, მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს დედის ხმა.
ფეხმძიმობის დაახლოებით მეოთხე თვეში ბავშვი დედას თავის არსებობას შერხევით ახსენებს. თავდაპირველად ეს სუსტი მოძრაობა, შემდეგში - გააქტიურებული. თქვენი ბავშვი ამოძრავებს ხელებსა და ფეხებს, შეიცნობს სამყაროს. ის ყველაფერს ხედავს, ესმის და ეს ზღაპარი კი არა, მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია.
რა ესმის ბავშვს
ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრიდან თქვენს პატარას ხმაურზე რეაქცია ეწყება. მას ესმის თქვენი გულისცემა, მოძრაობის რიტმი. 26 კვირის ნაყოფს სხვადასხვა ხმის გარკვევა შეუძლია. დაბადებამდე სამყაროს აღქმაში სმენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
პატარას ესმის ორი სამყაროს - შინაგანი და გარეგანი ხმები. ნუ გგონიათ, რომ დედის მუცელში სიმშვიდეა, გულისცემა ისმის, სისხლის მოძრაობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა და ამასთანავე, დედაც საუბრობს.
მესამე ტრიმესტრიდან ბავშვს ესმის სხვა ხმებიც: მუსიკა, სხვადასხვა ხმაური. ამასთანავე, ხმა მასზე მოქმედებს კიდეც - კლასიკური მუსიკა ამშვენებს, რიტმული - ცელქობისკენ უბიძგებს.
პატარა გურმანი
5-დან შვიდ თვემდე ნაყოფს პირში გემოვნების რეცეპტორები უყალიბდება. გაცილებით მკვეთრი, დაბადების შემდეგ კი მათი რაოდენობა მკვეთრად იკლებს. მართალია, დედის მუცელში ყოფნისას ბავშვი თავად არაფერს ჭამს, მაგრამ აგემოვნებს გარშემო არსებულ წყალს, რომელიც 12 კვირიდან გარს ახვევია. ნაყოფი სვამს და ფისისაც გამოჰყოფს. წყალში კი მარილიცაა და შაქარიც. ეს უკანასკნელი უფრო მოსწონს ნაყოფს.
დედიკოებო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზოგიერთი საკვების არომატიც (ნიორი, სანელებლები და ა.შ.) ხვდება ნაყოფის გარშემო არსებულ წყალში და ჩვილის გემოვნაბაზეც შეუძლიათ გავლენის მოხდენა.
ნახეთ, როგორ გამოიყურება და რას გრძნობს ნაყოფი სხვადასხვა კვირაში
რას ხედავს ჩვილი
დედიკოს მუცელში სანახავი ბევრი არაფერია, მაგრამ თუ დედიკო მზეზე იქნება ბავშვი მუქ-წითელ ფერს გაარჩევ. ბავშვის თვალები მუდამ დახუჭულია, ისინი საბოლოო განვითრებას დაბადების შემდეგ მიაღწევენ. 16 კვირიდან კი გუგა ფიქსირებას იწყებს და 23 კვირისთვის კი ეს პროცესი ინტენსიური ხდება. 26 კვირიდან ნაყოფი თვალების გახელას სწავლობს.
რას გრძნობს ჩვილი
10 კვირიდან ბავშვის მგრძნობელობა იმატებს და ხვდება, როდის შეეხო საკუთარ თავს. ამის შემდეგ ის პირველ მოძრაობას იწყებს. 12-დან 24 კვირამდე ნაყოფი მოძრაობს, ეხება სახეს, ფეხებს, შეუძლია თითის პირში ჩდება, ეთამაშება ჭიპლარს.
დედიკოები, რომლებიც ტყუპს ელოდებიან, ულტრაბგერით გამოკვლევაზე ხშირად ხედავენ, როგორ ეხებიან მუცელში მყოფი ბავშვები ერთმანეთს.
მუცლადმყოფი ჩვილი, ისევე როგორც სხვა ზრდასრული ადამიანები, 24 კვირიდან გრძნობენ ტკივილს. 40 კვირის ან პლუს მინუს 1-2 კვირით ადრე დაბადებულ ბავშვს კი საშუალება ეძლევა გამოიკვლიოს შეგრძნების ყველა ორგანო. გრძნობს ნაზ შეხებას, დედის გემრიელ რძეს და ყურადღებით აკვირდება დედის სახეს.
წაიკითხეთ ასევე:
ნაყოფი მუცელში მღერის - უნიკალური ვიდეოკადრები საშვილოსნოდან
როგორ ვითარდება ნაყოფი მუცელში 1-დან 40 კვირამდე - საოცარი ფოტოები