"გთხოვთ - არ აიყვანოთ ხელში ბავშვი იქამდე, სანამ დედა ან მამა არ შემოგთავაზებენ მის ხელში აყვანას..." ორსული ქალის იდეამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებში. არადა უკეთესის გაკეთება უნდოდა...
რამდენიმე დღის წინ ფეხმძიმე ქალმა, რომელიც ამ წლის მარტში ელოდება ბავშვს, ფორუმზე გამოაქვეყნა წესები მათთვის, ვინც გეგმავს ახალშობილის მონახულებას.
მან დასვა კითხვა: "როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი შევადგინო ბაზისური წესები ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის და მივამაგრო კარებზე?"
ქალმა განმარტა, რომ მას არ სურს კონფრონტაციაში შესვლა თავისი და ქმრის ოჯახის ნათესავებს შორის, რადგან ისინი ძალიან უყვარს და მადლობელია დახმარებისათვის. მაგრამ მისი აზრით, ყველამ უნდა განიცადოს ადაპტაცია ახალი ოჯახის წევრის დაბადებასთან ერთად. გთავაზობთ ამ წესებს:
"აბა რა გეგონა?!" - ერთი ქართველი დედის გულწრფელი ნაამბობი დედობის პირველ წელზე
1. გთხოვთ - თქვით სიმართლე თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ცუდად გრძნობთ თავს, არ მოხვიდეთ!
2. გთხოვთ - არ აიყვანოთ ხელში ბავშვი იქამდე, სანამ დედა ან მამა არ შემოგთავაზებენ მის ხელში აყვანას. ბავშვს შეიძლება ეძინოს ან ჭამდეს. ჩვენ თვითონ გეტყვით, როდის იქნება მზად ბავშვი იმისთვის, რომ ხელში აიყვანოს უცხო ადამიანმა.
3. გთხოვთ - დაიბანოთ ხელები ბავშვის აყვანის წინ.
4. გთხოვთ - არ დარეკოთ ზარი, შეიძლება გააღვიძოთ ბავშვი. თუ გააღვიძებთ, თქვენვე დააძინებთ! მე უკვე გაგაფრთხილეთ...
5. ნუ გააკეთებთ კომენტარს დედის წონასა და ფორმებზე. ნუ გაგვაკრიტიკებთ! პირველად გავხდით მშობლები, ბევრს ვნერვიულობთ და ცოტა გვძინავს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ჩვენს პატარა გუნდას.
6. მოხარულები ვართ თქვენი სტუმრობით!
მომავალი დედის პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა:
"არ არის საჭირო კარებზე გაკვრა - ეს მეტისმეტია. ტონიც ზედმეტად ოფიციალურია!"
"უთხარით ადამიანებს პირდაპირ და არა წერილობით. სტუმრების უმეტესობა ემზადება ახალშობილის სანახავად, დაუკითხავად კი არ შემოიჭრება თქვენთან".
"მე ასე არ მოვიქცეოდი".
"მე რომ მოვსულიყავი თქვენთან და კარზე ეს წარწერა მენახა, გავბრუნდებოდი და აღარასოდეს არ მოვიდოდი მანდ".
ზოგიერთმა კომენტატორმა მომავალ დედას ალტერნატიული რამ შესთავაზა:
"წესები ნამდვილად არ არის ცუდი. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხს მართლა სჭირდება ამის შეხსენება, ასეთ სტუმრებს ნამდვილად არ დავპატიჟებდი!"- თავისი აზრი გამოთქვა CatLadyLondon-მა.