ქალები, რომლებსაც პირველი შვილები ჯერ კიდევ მცირე ასაკის ჰყავთ, საერთოდ ვერ ახერხებენ ხელი შეუწყონ საკუთარ სხეულს მეორე შვილის გასაჩენად ორსულს რომ საგანგებო კვება, ვიტამინები და ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვა სჭირდება, ყველა მომავალმა დედამ იცის. სამაგიეროდ, ცოტაა იმ მომავალი დედების რიცხვი, რომლებიც ადრე იჭერენ თადარიგს ორგანიზმს ბავშვის ჩასახვისთვის წინასწარ ამზადებენ. გამოკითხული მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს, რომ მხოლოდ დაორსულების შემდეგ დაიწყეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილება. მითუმეტეს, ქალები, რომლებსაც პირველი შვილები ჯერ კიდევ მცირე ასაკის ჰყავთ, საერთოდ ვერ ახერხებენ ხელი შეუწყონ საკუთარ სხეულს მეორე შვილის გასაჩენად. გარკვეულწილად ამის ბრალიცაა, რომ დედების ერთ ნაწილს მეორე ბავშვზე დაფეხმძიმება უჭირს.
20 მიკროგრამი B12 ვიტამინი და 400 მიკროგრამი ფოლის მჟავა ზუსტად ის საჭირო რაოდენობაა ორსულისთვის, რაც ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ არის დადგენილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბრიტანეთშია განსაკუთრებული კვლევის საგანი ორსულობის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული გამაჯანსაღებელი პროცესები.
დედოფალმა ელისაბედ მეორემ საპატიო ჯილდოც კი გადასცა სპეციალური ვიტამინების კომპლექსის შექმნელებს, რომლებმაც ზედმიწევნით ზუსტად გამოიკვლიეს დაორსულებისთვის ხელისშემწყობი ნივთიერებები და ამის ბაზაზე სპეციალურად ჩასახვისთვის ხელშემწყობი ვიტამინების კომპლექსი "პრეგნაქეა ჩასახვა" შექმნეს.
როგორც აღმოჩნდა, ეს ერთდაერთი შემთხვევაა, როცა ფარმაცევტული კომპანია დედოფლის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ვიტამინი "პრეგნაქეა შეგიძლიათ შეიძინოთ აქ
L-არგინინი - ამინომჟავა. ამზადებს ქალის საშვილოსნოს ლორწოვან გარსს და ხელს უწყობს სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში შეღწევას. შედის სასქესო ჰორმონების შემადგენლობაში და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში. იგი აძლიერებს და ახანგრძლივებს სისხლისმიმოქცევის პროცესს სასქესო ორგანოებში. ვიტამინი B6 - არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას. B12, რკინა, მაგნიუმი, თუთია და ვიტამინ D -- მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. ბიოტინი და სპილენძი - უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას. რკინა - უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ფორმირებაში. შეგახსენებთ, რომ ყველა ექიმის რეკომენდაციაა, წყვილმა დედისა და მომვალი ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ჩასახვამდე დაიწყოს. პირველსა და მომდევნო ორსულობას შორის ოპტიმალურ ვადად კი ექიმები 2-3 წელს ასახელებენ.
ქალს, რომელსაც ერთი პატარა უკვე ჰყავს და საოჯახო საქმეებიც დიდ დროს ართმევს, უჭირს საკუთარ სხეულზე ზრუნვა და მისი მომზადება მომავალი ორსულობისთვის. ამიტომ სპეციალური ვიტამინები ამ შემთხვევაში მათთვის კარგი გამოსავალია.