პირველი ბებია მსოფლიოში, რომელმაც შვილს შვილი გაუჩინა - "რას ვიფიქრებდით, რომ ეს შესაძლებელი იყო"
პირველი ბებია მსოფლიოში, რომელმაც შვილს შვილი გაუჩინა - "რას ვიფიქრებდით, რომ ეს შესაძლებელი იყო"
როგორც ყველა გოგონა, ამერიკელი კეილი ჯონსიც ბავშვობიდან ლამაზ შვილზე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება მაშინ დასრულდა, როცა 17 წლის ასაკში საშვილოსნოს ამოკვეთა დასჭირდა. წლები გავიდა და კეილი დაოჯახდა. მეუღლემ იცოდა, რომ ის უნაყოფო იყო, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ მისი საკვერცხეები კვლავ ფუნქციონირებდა. ამიტომ წყვილმა ბავშვის გაჩენა სუროგაციის გზით გადაწყვიტა.

რუსუდან ფეტვიაშვილი: "რატომ უნდა ვიფიქრო სუროგაციაზე, როცა შემიძლია, ირგვლივ უამრავ გაჭირვებულ ბავშვზე ვიზრუნო?!"

კეილი იხსენებს, რომ სუროგატი დედის ძებნა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს:

"მე და ჩემი მეუღლე 2012 წელს დავქორწინდით და
მას შემდეგ გამუდმებით ვსაუბრობდით სუროგაციაზე. ჩემი დედამთილი კი ხუმრობით ამბობდა, რომ თუ საჭირო იქნებოდა, ამას თვითონ გააკეთებდა. ეს მაშინ ხუმრობა იყო, თუმცა რას ვიფიქრებდით, რომ ეს მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო. ბევრი ძებნის შემდეგ, ბოლოს სწორედ მასთან მივედით თხოვნით. გასული წლის მაისში ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მზად იყო, შვილიშვილი მუცლით ეტარებინა და ასეც მოიქცა. 7 თვის შემდეგ ქვეყანას ქროს ალან ჯონსი მოევლინა", - ამბობს კეილი.
იხილეთ ვიდეო

"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს
ტეგები: სუროგაცია
8172
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
xox
0
ესღა გვაკლდა და ესეც კი გავიგეთ . სად მოჩხრიკავენ ხოლმე ასეთ სისულელეებს .
14:57 / 09-02-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?