"დღეში 12 საათი ჩემს ორსულ ცოლს ვამუშავებ ფერმაში, ეს ყველაფერი ბავშვს მხოლოდამხოლოდ აძლიერებს"
ვიდეომ, რომელშიც ორსული ქალი ჰულაჰუპზე ვარჯიშობს, უამრავი ადამიანი აალაპარაკა იმაზე, თუ რისთვის არის საჭირო ორსულობის დროს ვარჯიში, რას უწყობს იგი ხელს? ორსულობის რომელი ვადიდან არის დასაშვები ვარჯიშების დაწყება და ა. შ. აღნიშნულ ვიდეოს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მათ შორის გინეკოლეგებიც, რომელთა აზრითაც აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ორსული ქალის ეს გადაწყვეტილება. ზოგიერთებსითვის კი ეს ვიდეო სახალისო პროცესის ნაწილია და სერიოზულს არაფერს აშავებს მომავალი დედა.
"მე გინეკოლოგი ვარ და ამ ტიპის ვარჯიშებმა შესაძლოა, ნაყოფის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე.ეს არც დედის
ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო. საერთოდ ვერ ვხდები, რაზე ფიქრობს ეს ქალბატონი, როცა ასე იქცევა"
"რა საშინელებაა, ასე მოექცე ჯერ არდაბადებულ ბავშვს, ეს იგივეა, ტვინის შეარყევა მიაღებინო!"
"ამით ბავშვს არაფერი დაუშავდება. დღეში 12 საათი ჩემს ორსულ ცოლს ვამუშავებ ფერმაში, შემდეგ ვალაგებინებ სახლს, ვამზადებინებ საჭმელს და ა.შ. ეს ყველაფერი ბავშვს მხოლოდამხოლოდ აძლიერებს"
ნახეთ ვიდეო
ორსული ქალი
წაიკითხეთ ასევე: