ბავშვის სქესის დაგეგმვის დასაბუთებული სამეცნიერო მეთოდი მომავალი მშობლების უმეტესობას ორსულობის დაგეგმვისას სურს, რომ ბავშვი იმ სქესის იყოს, რომელიც მათ სურთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა შვილები უკვე ჰყავთ. სურთ ეყოლოთ მაინცდამაინც ბიჭი ან მაინცდამაინც გოგო და მოტივაცია ამისთვის ყველას სხვადასხვა აქვს, თუმცა არსი ერთია - დაგეგმონ და იყოლიონ სასურველი სქესის ბავშვი. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ეს?
ბავშვის სქესის დაგეგმვის დასაბუთებული სამეცნიერო მეთოდი
თუ თქვენ ჯერ კიდევ გახსოვთ სასკოლო ბიოლოგიის კურსი, ესე იგი, კარგად იცით, რა არის X და Y ქრომოსომები. სქესი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ უჯრედების შეერთების დროს - ამასთან, სქესობრივი ინფორმაციის მატარებლად ითვლება მამა. ასე რომ, ყველა პრეტენზია ბავშვის არასასურველ სქესთან დაკავშირებით - მხოლოდ მამებს ეკუთვნით. ყველა კვერცხუჯრედი შეიცავს მხოლოდ X-ქრომოსომას, სპერმა კი - X-ისა და Y-ის ნაწილებს.
თუ ჩასახვის დროს კვერცხუჯრედში მოხვდა X-ქრომოსომა, მაშინ გამოვა XX, ანუ გოგონა. თუ ჩასახვის დროს კვერცხუჯრედში მოხვდა Y, მაშინ გამოვა XY, ანუ ბიჭი. შესაძლებელია თუ არა იმაზე ზემოქმედება, რომელი სპერმა მოხვდება კვერცხუჯრედში? არსებობს მეთოდები, რომლებიც ადამიანის ფიზიოლოგიას ეფუძნება, თუმცა ვერც ის იძლევა 100%-იან შედეგს.
ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური მეთოდია - ოვულაციის პერიოდის გამოთვლა. მეთოდის საფუძველში დევს - X და Y ქრომოსომების მატარებელი სპერმატოზოიდების ფიზიოლოგიური თავისებურება და თვისებები. ქალის ქრომოსომა მამაკაცისაზე მძიმეა. ამიტომაც ბიჭუნა-სპერმები გოგონა-სპერმებზე უფრო მოქნილები არიან. სამაგიეროდ, გოგონას ქრომოსომა უფრო სიცოცხლისუნარიანია, განსაკუთრებით, საშოს აგრესიულ გარემოში.
ბავშვის სქესის გამოცნობა მშობლების სისხლის ჯგუფის მიხედვით
განაყოფიერება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ოვულაცია - საკვერცხიდან თუ გამოვიდა კვერცხუჯრედი. თუ თქვენ სასიყვარულო აქტი გქონდათ ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე - მაშინ დიდი შანსი გაქვთ, გეყოლოთ გოგონა. სავარაუდოა, რომ დედიკოს სასქესო გზებში სიცოცხლე შეინარჩუნეს მხოლოდ სიცოცხლისუნარიანმა და ზანტად მოძრავმა გოგონა-სპერმატოზოიდებმა. თუ სასიყვარულო აქტი ოვულაციის მეორე დღეს ან ზუსტად იმ დღეს მოხდა - ბიჭი გეყოლებათ. სწრაფი ბიჭი-სპერმატოზოიდები უცებ გაირბენენ მილებს და გაანაყოფიერებენ კვერცხუჯრედს.
გარდა ამისა, ოვულაციის დროს საშოში იცვლება გარემო, ანუ pH: ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე ის მჟავა-ტუტოვანია, Y-ქრომოსომები უფრო მგრძნობიარეები არიან მჟავის მიმართ, ვიდრე X-ები. ოვულაციის დღეს კი მჟავიანობა კლებულობს და ”ბიჭები” თავს უკეთ გრძნობენ და აქტიურად ასრულებენ თავიანთ მისიას.
იმისათვის, რომ ეს მეთოდი გამოიყენოთ, უნდა გქონდეთ სტაბილური მენსტრუალური ციკლი და რამდენიმე ციკლის პერიოდში იზომოთ ბაზური ტემპერატურა (უკანა ტანიდან) ან გამოიყენოთ ოვულაციის განმსაზღვრელი ექსპრეს-ტესტი. ოვულაციის დადგომის მონაცემებზე დაყრდნობით 70-80%-იანი შანსია, წინასწარ განსაზღვროთ ბავშვის სქესი.
მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბავშვის სქესს წყვილის სექსუალური აქტივობაც განსაზღვრავს - თუ გინდათ გეყოლოთ გოგონა, იშვიათი კონტაქტი უნდა გქონდეთ, რადგან სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება ფორას აძლევს ”გოგონა” ქრომოსომებს, ისინი გროვდებიან. და თუ მოიწყობთ თაფლობის თვეს და სიყვარულით ხშირად დაკავდებით - დიდი შანსია, ვაჟის მშობლები გახდეთ. ნახეთ სხვა მეთოდები