რა ახალ შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ფეხმძიმე ქალბატონებს?
რა ახალ შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ფეხმძიმე ქალბატონებს?
1 / 2
Next
ორსულების დახმარების მიმართულებით ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, რაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის... სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მაგდა კოტრიკაძე ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის, თუ რა შეღავათებით შეუძლიათ ისარგებლონ ორსულმა ქალბატონებმა...

- არის შემთხვევები, როცა გვიან ახსენდებათ  ან გვიან ახერხებენ ორსულები, რომ აღრიცხვაზე ავიდნენ. რა ხდება ამ დროს?

- ორსულმა, რომელმაც არ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ორსულობის 13 კვირის ვადამდე, შეუძლია ისარგებლოს ამ პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული კვლევებით (В და С

ჰეპატიტებზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე).
პროგრამით გათვალისწინებული სხვა მომსახურების მისაღებად მიმართვის ვადად განსაზღვრულია ორსულობის 13 კვირის ვადამდე პერიოდი, რადგან კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, სწორედ ამ ვადაზეა მნიშვნელოვანი იმ კვლევების ჩატარება, რაც გათვალისწინებულია 1 ვიზიტის ფარგლებში.

მშობიარობის ხარჯის ანაზღაურება კი ბუნებრივი - 500, ხოლო საკეისრო კვეთა - 800 ლარით უფინსნდება სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ყველა მოქალაქეს.

 


- თუ არ არის ორსული საქართველოს მოქალაქე, ასეთ შემთხვევაში მასზე რამე თუა გათვალისწინებული?

- პროგრამით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები. მაგალითად, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში უნდა გააჩნდეთ პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა, შეიძლება იყვნენ პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე

პირები, საქართველოში სტატუსის მქონე, მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. პროგრამით სარგებლობს ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა ორსული.

- და სოციალურად დაუცველებს თუ აქვთ რაიმე სხვა სერვისები ამ პროგრამით?

- სოციალურად დაუცველებს რაიმე ცალკე განყენებული პროგრამა არ აქვთ ამ მიმართულებით, თუმცა ისინი სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არებული საუკეთესო სერვისით.


- რა შეიცვალა 2013 წლის დადგენილების შემდეგ ორსულების დახმარების მიმართულებით?

- 2018 წლის 1 თებერვლიდან გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა. ძველი ვერსიით იყო მხოლოდ 4 ვიზიტი, ახლა კი გაორმაგდა და გახდა 8 ვიზიტი. პროგრამა ორსულობის ყველა ეტაპს აკვირდება და მაქსიმალურად ამცირებს რისკებს.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
10421
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```