დამტკბარი გაზიანი და უალკოჰოლო სასმელები, სხვადასხვა მზა ლიმონათები ფაქტობრივად კლავს მომავალი ბავშვის ინტელექტს...
დამტკბარი გაზიანი და უალკოჰოლო სასმელები, სხვადასხვა მზა ლიმონათები ფაქტობრივად კლავს მომავალი ბავშვის ინტელექტს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ, თუ როგორ იმოქმედებდა ორსულობის დროს დედების მიერ შაქრის მოხმარების რაოდენობა ბავშვთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. პირველ რიგში, მათ ფოკუსირება მოახდინეს პოპულარულ უალკოჰოლო დამატკბობელ სასმელებზე, რომლებიც რაციონში წარმოადგენდა საქაროზისა და ფრუქტოზის ძლიერ წყაროს.
ამისათვის მკვლევარებმა ათასამდე ორსული ქალის (1999-2002 წლებში) კვების მონაცემები შეაგროვეს. შეამოწმეს მათი შვილების ინტელექტის დონე 3 და 7 წლის ასაკში.
შედეგებმა აჩვენა, რომ მომავალი დედების კვება პირდაპირ კავშირში იყო მათი შვილების ინტელექტის დონესთან. რაც მეტ დამატკბობელ სასმელს იღებდა დედა, მით ცუდად მუშაობდა ბავშვის თავის ტვინი, მოძრაობის კოორდინაცია, მეხსიერება, მეტყველება და დასწავლის უნარი.
ამავე დროს, მომავალი დედის რაციონში ხილის (არა ხილის წვენების) დიდი რაოდენობით მოხმარება, პოზიტიურად მოქმედებს მის გონებრივ და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე, - აცხადებენ კვლევის ავტორები.
როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული და მეძუძური დედა - დიეტოლოგის რჩევები