სხვადასხვა აღნაგობის ქალისთვის წონის მატების სხვადასხვა ხარისხია დასაშვები ფეხმძიმობის დროს წონაში მატება სავსებით ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია. ნაყოფი წონაში მატულობს, სისხლის მოცულობა იზრდება, იმატებს პლაცენტის მასა - ეს და სხვა ცვლილებებიც მომავალი დედის წონაში საგრძნობ მატებას იწვევს.
პედიატრებმა ორსულისთვის წონის მატების მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სქემა შეიმუშავეს. მასში გათვალისწინებულია ორსულობამდელი წონა, ფეხმძიმობის ვადა, მისი კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი.
თუ ორსულობამდელი წონა მცირეა, ბუნება ასეთ ორგანიზმს პირველსავე ტრიმესტრში მოამატებინებს - ეს აუცილებელია, რათა ორგანიზმი ნაყოფის ტარებისთვის მოამზადოს. სხვადასხვა აღნაგობის ქალისთვის წონის მატების სხვადასხვა ხარისხია დასაშვები. გამხდრებისთვის 18-19, სრულებისთვის - მაქსიმუმ 12 კილოგრამი. თუ ფეხმძიმობამდე სხეულის მასის ინდექსი 19-25 ერთეული იყო, 18 კილომდე მომატება დასაშვებია. (სხეული მასის ინდექსის გამოსათვლელი ფორმულა - m/h2. m არის სხეულის მასა, h - სიმაღლე).
მომატებული წონა სხეულში ასე ნაწილდება:
ნაყოფი - 3-3,6 კგ
სარძევე ჯირკვ;ები - 1 კგ
საშვილოსნო - 1 კგ
სანაყოფე სითხე - 1 კგ.
პლაცენტა -0,7 კგ
სისხლი - 1,4-1,8 კგ
სხეულის სითხე - 1,4-1,8 კგ
ცხიმის ფენა - 2,7 - 3,6