სწორად იკვებეთ, რათა ადვილად დაფეხმძიმდეთ!
სწორად იკვებეთ, რათა ადვილად დაფეხმძიმდეთ!
ხილისა და ფასტფუდების მოხმარება მოქმედებს დროზე, რომელიც სჭირდება ქალს დაფეხმძიმებისთვის. ამ დასკვნამდე მივიდნენ ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათი აზრით, ვისაც სურს მალე დაფეხმძიმება, უარი უნდა თქვას ფასტ-ფუდებზე და მიიღოს რაც შეიძლება მეტი ხილი.
მოხალისეებმა, რომლებიც დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდნენ, დახარჯეს 50%-ზე ნაკლები დრო დასაფეხმძიმებლად, ვიდრე - საკონტროლო ჯგუფმა, რომლებიც კვირაში 3-4 ჯერ მიირთმევდნენ ფასტ-ფუდს. ამავე დროს, ექსპერიმენტის მონაწილეთა ფერტილობაზე არ უმოქმედია თევზის ან ბოსტნეულის მოხმარებას. მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს დიეტის ზემოქმედება უნაყოფობაზე და აღმოაჩინეს, რომ ქალებს ხილის ყველაზე დაბალი მოხმარების გამო უნაყოფობის რისკი 8-იდან 12%-მდე გაეზარდათ, ხოლო მათ, ვინც ფასტ-ფუდს კვირაში 3-4 ჯერ მოიხმარდა, უნაყოფობის რისკი 8-დან 16%-მე გაეზარდა.
გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 5598 ქალმა.