სტატისტიკის თანახმად, მუცელი ფეხმძიმეს მხოლოდ მე-16 კვირიდან ეზრდება ფეხმძიმობა ქალისთვის საოცარი პერიოდია, რომლის დროსაც იცვლება თითოეული ქალის გარეგნობაც და ცხოვრებაც.
ფეხმძიმობის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მომავალი დედა სარკეში მუცლის შეთვალიერებას იწყებს. თუმცა, სტატისტიკის თანახმად, მუცელი ფეხმძიმეს მხოლოდ მე-16 კვირიდან ეზრდება. ხოლო გარშემო მყოფები თქვენს საინტერესო მდგომარეობას ფეხმძიმობის მხოლოდ 20 კვირის შემდეგ შეამჩნევენ.
მედიკოსები ამტკიცებენ, რომ მუცლის ზრდა ყველა ფეხმძიმესთვის ინდივიდუალურია. თუმცა, გარკვეული კანონზომიერება მაინც არსებობს. მუცელი იზრდება ნაყოფის გამო, რომელიც საშუალოდ დაბადებამდე 48-54 სმ-მდეა, ხოლო წონით - 5 კილომდე იზრდება. გარდა ამისა, მუცელი სავსეა წყლით, რომელიც მშობიარობამდე 1500-მლმდე ივსება.
მოდი, ერთად განვიხილოთ ის ფაქტორები, რომელიც მუცლის ზრდაზე მოქმედებს:
Video ამ ქალმა ორიგინალურად გადმოსცა ორსულობის 9 თვე - უყურეთ და გაიღიმეთ
რომელ კვირას იწყებს მუცელი ზრდას
ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. თუმცა, თუ ქალს პირველი ფეხმძიმობა აქვს ან განიერი თეძოები, 4-5 თვიდან დაეწყება მუცლის ზრდა. ხოლო მეორე და მომდევნო ფეხმძიმობისას მუცელი უფრო სწრაფად მომრგვალდება. თუ ქალი ვარჯიშობს, სპორტული აღნაგობა აქვს და აქტიურ ცხოვრებას მისდევს, სარკეში მომრგვალებულ მუცელს კარგა ხანს ვერ დაინახავს. განვითარებული მუცლის კუნთები მუცლის მომრგვალებას მხოლოდ ბოლო თვეებში ვეღარ შეეწინაღმდეგებიან. აგრეთვე, არ შეემჩნევა ფეხმძიმობა პუტკუნა მანდილოსანს. მუცლის ცხიმი კარგა ხანს "დამალავს" ორსულობას.
რა იწვევს მუცლის ზრდას ფეხმძიმობის პერიოდში?
პირველი ფაქტორი - სხეულის ტიპი. სტატისტიკის თანახმად, გამხდარ და დაბალ გოგონებს მუცელი უფრი სწრაფად დაეტყობთ, ვიდრე მსხვილსა და მაღლებს. თუმცა, გამონაკლისები ორივე შემთხვევაში არსებობს. მეორე ფაქტორი - კუნთები მუცელზე. თუ მოძრაობა არ გიყვართ, მუცელი უფრო სწრაფად დაგაჩნდებათ. ამასთანავე, მუცლის სწრაფი ზრდა არ ნიშნავს, რომ ტყუპს გააჩენთ. მესამე ფაქტორი - კვება. არასწორი კვება და დიეტის მკვეთრი ცვლილება მუცლის სწრაფი ზრდისა და ზედმეტი კილოგრამების დაგროვების პირველი მიზეზია. უნდა გაგაწბილოთ, რომ აზრი: ფეხმძიმობისას ქალმა ორი ადამიანის სამყოფი უნდა მიირთვათ, მითია. ეცადეთ, არ გადატვირთოთ კუჭი, - ზედმეტი წონა უშლის ფეხმძიმობასა და მშობიარობას. ამასთანავე, ფეხმძიმობისას აკრეფილ კილოგრამებს მშობიარობის შემდეგ რთულად მოიშორებთ. მეოთხე ფაქტორი - გენეტიკა. დედას და ბებიას ჰკითხეთ, როგორ მიმდინარეობდა ფეხმძიმობისას მუცლის ზრდა. მემკვიდრეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეხუთე ფაქტორი - განსაკუთრებულობა ფეხმძიმობის დროს. თუ ნაყოფი დიდია, ქალს მუცელი სწრაფად დაემჩნევა. მუცლის ზრდაზე აგრეთვე მოქმედებს ნაყოფის განლაგებაც. თუ ის ხერხემლისკენაა მიმართული მომავალ დედას მუცელი გვიან დაეტყობა, ხოლო თუ ნაყოფი მუცლის წინა მხარეს განლაგდება, უფრო სწრაფად მომრგვალდება.
როდის გახდება მუცელი შესამჩნევი
ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუმცა, მედიკოსების აზრით, 20 კვირის ფეხმძიმობა უკვე თვალშისაცემი უნდა იყოს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს მუცელი აქტიურად ზრდას და საშუალოდ, კვირაში 1 სმ-ს იმატებს.
როგორ იცვლება ნაყოფი კვირიდან კვირამდე და რას გრძნობს, იხილეთ ორსულობის კალენდარი კვირების მიხედვით