რომელია ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელი პრობლემები მშობიარობის შემდეგ? ფეხმძიმე ქალს ბევრ ფიზიოლოგირ ცვვლილებასთან უჭირს გამკლავება. ჰორმონული ცვლილებები და ნაყოფის ზეწოლა ზაკმაოდ ბევრ დისკოფორტს იწვევს. კიდევ უფრო რთულია მშობიარობის შემდგომი ლოგინობის პერიოდი. არსებოსბ რამდენიმე საკმაოდ შემაწუხებელი პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველ მეორე მშობიარეს ურთულებს ცხოვრებას, არადა ნამდვილად შესაძლებელია მათი ტავიდან აცილება, თუ ორსულობიდანვე დაიჭერთ თადარიგს.
რომელია ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელი პრობლემები მშობიარობის შემდეგ?
ძუძუს ნახეთქები - ეს პრობლემა განსაკუთრებით პირველად მშობიარე, გამოუცდელ დედებს ემართებათ. უმეტესობას ამის შესახებ გაუგია, მაგრამ წარმოდგენაც არა აქვს, რა ჯოჯოხეთური ტკივილები ახლავს ძუძუს ნახეთქებს. მის თავიდან აცილებას მარტივად შეძლებთ, თუ თავებს წინასწარ მოამზადებთ მასაჟით ან ხალხურ საშუალებას გამოიყენებთ: ცარიელი კაკლის ნაჭუჭის კედლები თაფლის სანთლით დაფარეთ, მოათავსეთ შიგნით ძუძუს თავები და დღესში რამდენიმე საათით ატარეთ ბიუსტჰალტერის ქვეშ. ამით ნახეთქების რისკს საგრძნობლად შეამცირებთ
შეკრულობა - ესეც ერთ-ერთი უმწვავესი და ხშირი პრობლემაა, რომელსაც ტკივილიც ახლავს და დისკომფორტიც. მისი თავიდან აცილებისთვის ზოგჯერ მხოლოდ კვების რაციონის მოწესრიგება არ კმარა და საჭირო ხდება ნაწლვთა მოქმედებისთვის ხელშემწყობი საშუალებებიც. რა თქმა უნდა, ამ დროს ისეთი წამალი უნდა შეარჩიოთ, რომლის ნივთიერებებიც არ ხვდება სისხლში და არ მოქმედებს ნაყოფზე ან რძის შემადგენლობაზე. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ფრანგული პრეპარატი „პროკომბო“, რომლის ერთი კაფსულა 15 მილიარდ ლაქტობაცილას შეიცავს. ინიშნება კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ბალანსისთვის, საჭმლის მონელებისთვის, საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებლად. ერთგვარი საკვები დანამატია, პრე და პრო ბიოტიკებით გაჯერებული, არ შეიცავს გამხსნელს, გლუტეინს, შაქარს, GMO-ს. როგორც კი პრობიოტიკები მოხვდებიან ნაწლავის ეპითელიუმში, მჭიდროდ უკავშირდებიან ნაწლავის იმუნურ სისტემას, (ადამიანის იმუნური სისტემის 70% თავმოყრილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში) რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. კბილები - შესაძლებელია, კბილმა მთელი ფეხმძიმობის მანძილზე ერთხელაც არ შეგახსენოთ თავი, მშობიარობის შემდეგ, ძუძუს წოვების დროს კი - შეგაწუხოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ დედა რძესთან ერთად კარგავს საჭირო მინერალებს. ამიტომ ქალის კვება ამ პერიოდში ოჯახის მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს. ორსულობის დროს თუ ყოველდღე მიირთმევთ 100-200 გრამ ხაჭოს, არცერთი კბილი არ გაგიფუჭდებათ. საკვები გაჯერებული უნდა იყოს კალციუმით, ფტორით, სხვა მიკროელემენტებით, მინერალებით, ა, ც, დ ვიტამინებით. ისინი ინდივიდუალურად, ექიმ-გინეკოლოგის მითითებით უნდა შეირჩეს. კალციუმით მდიდარია რძე და რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი, ბოლოკი. განსაკუთებით კარგად ორგანიზმი მას თევზის პროდუქტებიდან შეითვისებს.