"უმეტესობას სქესის პირდაპირ თქმა არ უნდა, მთხოვს, დავუწერო ფურცელზე, რომ საზეიმო ვითარებაში გახსნას..."
"უმეტესობას სქესის პირდაპირ თქმა არ უნდა, მთხოვს, დავუწერო ფურცელზე, რომ საზეიმო ვითარებაში გახსნას..."
გინეკოლოგ-ექოსკოპისტი გენრიეტა გაგოშიძე ტოპ ექსოკოპისტების სამეულშია. საინტერესო და მრავალმხრივი კარიერული გზა აქვს გავლილი, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინის გენეტიკურ ცენტრში ნამუშევარ ექიმს, აქ აღიარება სწორედ მისმა სწორად დასმულმა დიაგნოზებმა მოუტანა. მას პროფესიულ საკითხებზე ვესაუბრეთ და რამდენიმე რჩევაც ვთხოვეთ ორსულებისთვის.

- 18 წელია ამ სფეროში ვარ. როგორც რადიოლოგმა, მუშაობა დავიწყე უკრაინაში, ეს იყო ჩერნობილის კატასტროფის შემდეგომი პერიოდი, როცა ხალხი ჯერ კიდე იმკიდა ჩერნობილის შედეგებს. კლინიკური გენეტიკისა და პერენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში ვმუშაობდი, 3-მილიონიან მოსახლეობაში მხოლოდ ეს ერთი გენეტიკური ცენტრი იყო, სადაც თავს იყრიდნენ

ადამიანები განვითარების თანდაყოლილი მანკებით. იქ მქონდა უდიდესი პოტენციალი იმისა, რომ გავმხდარიყავი ძალიან კარგი ექიმი, იმდენად რამდენადაც გენეტიკური პათოლოგიების უმეტესობასთან პირდაპირი შეხება მქონდა. მახსოვს, ერთი სამარშრუტო ტაქსი სავსე იყო ადამიანებით, რომელსაც ნუნანის პათოლოგია ჰქონდათ, ყველა ნუნანი იყო, რამ შეიძლება დაგავიწყოს ეგ მომენტი. გენეტიკურ ცენტრში კორიდორში რომ გავივლიდი, დავინახავდი საბავშვო ეტლს, ჩავიხედავდი მოსაფერებლად და მხვდებოდა პატარა ხელების და ფეხების მქონე სხეული, რომელსაც ჰქონდა დიდი კაცის თავი, ზრდასრულის სახე, წვერით და ყველაფრით... უკრაინაში მუშაობისას თითქმის ყველანაირი პათოლოგია ვნახე, როგორც მუცლადყოფ ნაყოფზე, ასევე უკვე დაბადებულ ადამიანებზე. თავიდან მართლა გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერ ამას, იმიტომ რომ არ არსებობდა
პაციენტი პათოლოგიის გარეშე, გენეტიკურ ცენტრში იყრიდნენ თავს მხოლოდ გენეტიკურად დაავადებული ადამიანები. ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო. საქართველოში რომ ჩამოვედი და პირველი პაციენტი მივიღე, ვთქვი, რა უნდა დავუწერო, ამას ხომ დიაგნოზი არ აქვს, არაფერი არ სჭირდა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა და გაოცებული ვიყავი. მე ისეთები მქონდა გამოვლილი, ეს ჩემთვის გასაოცარი იყო. უკრაინაში გავლილი ეს დიდი სკოლა წითელ ხაზად სდევს ჩემს კარიერას.


- ემოციურად რამდენად რთულია, როდესაც ორსულს ეუბნებით, რომ ნაყოფს აქვს პრობლემა და ორსულობა უნდა შეწყდეს...

- მე ვინც მიცნობს, ისიც დაადასტურებს, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი ვარ. როცა მოდის ორსული, რომელსაც ყველაფერი ნორმაში აქვს, სულ სხვა გენრიეტა ექიმი ხვდებათ, ვარ ხალისიანი, თბილი, იუმორით სავსე, მინდა ბედნიერბა ვაჩუქო დედას; მაგრამ თუ საქმე გვაქვს პრომლემურ ორსულთან, ასეთი ხალისიანი ადამიანი ვიქცევი პირქუშ, მკაცრ ექიმად. თან ეს ხდება პირველივე წამებში, რადგან მაშინვე ვხედავ განვითარების მანკებს, თვალში პირდაპირ ეს მხვდება. ამ დროს მეცვლება ტონალობა, გამოხედვა, სრულიად ვიცვლები, ვხდები სერიოზული, ნაღვლიანი და კატეგორიული, იმიტომ რომ ადამიანს გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაუჭირდეს, „ხომ არ არის რაიმე შანსი“ - ეს შეგრძნება არ უნდა დარჩეს, გადაჭრით, კატეგორიულად უნდა უთხრა ყველაფერი, რომ მას შენი რწმენა ჰქონდეს. თუ კი იცი, რომ გამოსავალი არ არის, ესე იგი ორსულობა უნდა შეწყდეს. პირველი, რასაც ასეთ შემთხვევაშ ვამბობ, არის: „თქვენ აუცილებლად გეყოლებათ შემდეგი ბავშვი ჯანმრთელი“ და ეს ასეცაა უმეტესწილად. როდესაც პათოლოგია არსებობდა პირველ ბავშვზე, არაა აუცილებელი, შემდეგ ისევ განმეორდეს.


- ყველაზე ხშირად რა ტიპის პათოლოგიებს ხვდებით?

- განვითარების თანდაყოლილი მანკები ეს არის პათოლოგები, სადაც შეიძლება გამოიკვეთოს როგორც დედის, ასევე მამის „ბრალეულობა“. არსებობს სიცოცხესთან შეუთავსებელი მანკები და ასევე კორეგირებადი მანკები, ის მანკები, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია, საჭიროებს ორსულობის შეწყვეტას, მაგრამ თუ კორეგირებად მანკებთან გვაქვს საქმე, მაშინ აუცილებლია დახმარება და გასნაზღვრა, როდის უნდა მოხდეს მშბიარობა და ჩარევა. პათოლოგოების სიხშირეზე ვერ ვილაპარაკებთ ერთი და ორი შემთხვევის ხარჯზე, მაგრამ მაინც ცენტრალური ნერვული სისტემის მანკები მოდის პირველ ადგილას.


- და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი ან როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან?

- ცენტრალური ნერვული სისტემის მანკის, მაგალითად, სპინა ბიფიდას პროფილაქტიკისთვის არსებობს არაჩვეულებრივი პრეპარატი ფოლიუმის მჟავა, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მას მინიმუმადე დაჰყავს ცენტრალური ნერვული სისტემის მანკების განვითარების რისკი. თან საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასიც აქვს. ორსულობის დადგენის შემდეგ, როცა გაირკვევა, სად არის ლოკალიზებული სანაყოფე პარკი, უკვე 12 კვირაზე აუცილებლთად უნდა დაიგეგმოს ვიზიტი ექსოკოპისტთან, რათა მოხდეს გენეტიკური პათოლოგიების მარკერების დადგენა, ეს არის კისრის ნაკეცის სიგანე და ცხვირის ძვალი, ისინი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. გარდა ამისა, ცოტა რამ მინდა ვთქვა საშვილოსნოს გარე ორსულობის შესახებ. მესტრუალური ციკლის გადაცდენის შემდეგ, რატომაა აუცილებელი დადგინდეს სანაყოფე პარკის მდებარეობა? იმიტომ, რომ ხშირია გარე ორსულობის შემთხვევა. თუ სანაყოფე პარკი საშვილოსნოს ღრუშია, მიმდინარეობს მონიტორინგი, მაგრამ აუცილებელია განისაზღვროს, სად არის მიწებებული, ჩამოვიდა იქ სადაც საჭიროა, თუ არის მილში. ამაზე ყურადღებას ვამახვილებ იმიტომ, რომ ეს არის სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა, მისი გახეთქვის, არგამოცნობის შემთხვევაში, ქალის სიცოცხლე დგება საფრთხის ქვეშ. მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ჭკუა მოეკითხება ამ დარგში და მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყველა დასმული შემთხვევიდან არც ერთი არ იყო არასწორი.


- როგორც წესი, ექოსკოპიაზე წყვილები ერთად მოდიან თუ მარტო ორსული? დამკვიდრდა ჩვენთანაც მამის დასწრების ტენდენცია?

- არ ვიცი, ჩემთან ხდება ასე, თუ ზოგადად მთელს საქართველოში, მაგრამ არ არსებობს ორსული შემოვიდეს მარტო, არის გამოუვალი სიტუაციები, როცა მამა დაკავებულია და არ შეუძლია, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევებში, როგორც წესი მთელი არმია მოდის: მამა, დედა, დედამთილი, გოგოს დედა, მული, მეგობრები. ყველა შემოდის და ესწერება ამ პროცესს, ყველას აქვს თავისი ემოცია და მეც ვერთვები მათ სიხარულში, როცა ყველაფერი კარგადაა.


- სქესის დადგენის საკითხი როგორ დგას?

- რამდენიმე სპეციალისტია საქართველოში, რომელიც 12 კვირამდე, მომიჯნავე ვადაზე ამბობს რეალურ სქესს, მათ შორის გახლავართ მეც. საბედნიეროდ, უკვე ძალიან კარგი ტენდენცია წამოვიდა, აჩენს ყველა, უბრალოდ,  იმიტომ აინტერესებთ სქესი ასეთ პატარა ვადაზე, რომ მოამზადონ საჩუქრები. უმეტესობას სქესის პირდაპირ თქმა არ უნდა, მთხოვს, დავუწერო ფურცელზე, რომ საზეიმო ვითარებაში გახსნას. ისე მახარებს ეს პროცესი, ვერ გადმოგცემთ. უარს კი არ ვეუბნები, პირიქით, მთელი სიხარულით ვუწერ, ვუხატავ გულებს, ვუკეთებ თბილ მინაწერებს, როცა გახსნის, საზიემო განწყობა კიდევ უფრო რომ აუმაღლდეს.


- მამებს ბიჭების მიმართ მაინც სხვა დამოკიდებულება აქვთ...

- საქართველოში ეს ყოველთვის იქნება, რომ ვიუარო, არ დაიჯერებს მკითხველი. როცა ვეუბნები ხოლმე, რომ ბიჭია, „ვიცოდი“ - ამბობენ მამები. საიდან იცოდით, ჩემზე ადრე ვინ გითხრათ, - ვეკითხები, არა, მე ვიცი რაც გავაკეთეო - ასეთია პასუხი, რომელიც ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და დადებითი რეაქცია მაქვს.


- ზოგადად, როგორია ცნობიერება პაციენტებში, ხშირია კითხვები, რომლებიც გაოცებას იწვევს...

- უნდა ვიბრძოლოთ, რომ ცნობიერება პაციენტებში ავამაღლოთ. ზოგჯერ ისეთი ელემენტარული რაღაცების არცოდნა მჟღავნდება, რომ გასაოცარია, მაგრამ ეს პაციენტის სირცხვილი არაა, ჩვენი, სამედიცინო პერსონალის სირცხვილია ის,რომ ელემენტარული განათლებაც ვერ მივიტანეთ პაციენტამდე. უფრო მეტი განათლებააა საჭირო, სკოლებშიც დაიწყეს ამ საკითხის სწავლება და კარგია. ჰიგიენით იწყება ჯანმრთელობა, ახლა უკვე, სკოლებშიც მეტ ყურადღებას უთმობენ. იმედია, რამდენიმე წელიწადში ეს თავის შედეგებს გვაჩვენებს. ჰიგიენა ჯანმრთელობის ერთ-ერთი საფეხურია, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან პროფილაქტიკისთვის მისვლა, პროფილაქტიკაში დახარჯული თანხა უფრო ეფექტიანი და მომგებიანია, ვიდრე მკურნალობაში.


ციცი ომანიძე

alt„მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი მეუღლეც მეან-გინეკოლგები ვართ, შვილი 7 წლის განმავლობაში არ გვყავდა... ძალიან რთული პერიოდი გავიარე...“ - გენრიეტა გაგოშიძე


2575
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მარი
0
გაგუას კლინიკაში
13:38 / 14-10-2018
ელენე
0
რომელ კლინიკაში მოღვაწეობთ იქნებ მითხრათ
22:08 / 08-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?