ეს საშიში ნივთიერება, რომელიც ასთმას იწვევს, ბავშვის სათამაშოებშიცაა! კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებში ბრონქული ასთმის განვითარების მიზეზი ხშირად არის ორსულობის დროს დედის მიერ პარფიუმის გამოყენება. ექსპერტების თანახმად, სასუნთქი გზების ეს დაავადება ხშირად არის პროვოცირებული ფტალატების ზემოქმედებით, ქიმიური ნივთიერებებით, რომელიც არის პარფიუმსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებში. ფტალატები გავლენას ახდენს ბავშვის სასუნთქი სისტემის ფორმირებაზე, მუცელში ყოფნის დროსაც კი.
სპეციალისტებმა 300 მომავალი დედა გამოიკვლიეს, რომელთა შარდში ამ ქიმიური ნივთიერების ორი ტიპი აღმოჩნდა – ბუტილბენზილფტალატი და დი-ნ-ბუტილფტალატი. შემდეგ მეცნიერები ქალებს კვლავ ხვდებოდნენ, როცა მათი შვილები უკვე 5, 6, 7, 9 და 11 წლისანი იყვნენ. ფტალატების რაც უფრო მეტი კონცენტრაცია იყო აღმოჩენილი ქალებში მათი ორსულობის პერიოდში, მით მაღალი ჰქონდათ მათ შვილებს ბრონქული ასთმის განვითარების რისკი – მთელი 72-78 პროცენტით.
ამასთან დაკავშირებით ექსპერტებმა მომავალ დედებს მოუწოდეს, ნუ გამოიყენებენ იაფფასიან პარფიუმს (სუნამოებსა და დეზოდორებს) და უხარისხო კოსმეტიკურ საშუალებებს.
გარდა ამისა, ფტალატები შედის პლასტმასის ნივთების შემადგენლობაშიც. ამიტომ, როდესაც ამ მასალის ნაწარმს ყიდულობთ, გულმოდგინედ შეისწავლეთ ეტიკეტი. განსაკუთრებით ბევრია მისი შემცველობა პლასტმასის სათამაშოებში და ბავშვს ამგვარ სათამაშოებთან კონტაქტის დროსაც ემუქრება საფრთხე. ფტალატები არა მხოლოდ ასთმის გამოწვევას უწყობენ ხელს, არამედ რეპროდუქტიულ სისტემაზეც ზემოქმედებენ.
ამიტომ ყოველთვის კარგად გაეცანით საქონელს, მის ყიდვამდე, ბავშვებს კი თუ ეკოლოგიურად უსაფრთხო და სამწუხაროდ, საკმაოდ ძვირი სათამაშოებით ვერ უზრუნველყოფთ, გააკონტროლეთ, პირში არ ჩაიდონ პლასტმასის სათამაშოები და არც მეტისმეტად ბევრი დრო გაატარონ მათთან.