რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ფეხმძიმეებს ყველაფერი ეკრძალებათ. ეს მითია. 9 თვის განმავლობაში შეგიძლიათ, შემდეგი სიამოვნებები არ მოიკლოთ:
ყავა
საყვარელი კაპუჩინოს სმა აგიკრძალეს? არ დაიჯეროთ, გინეკოლოგებისა და მეანების ამერიკულმა კონგრესმა დაამტკიცა, რომ ზომიერი კოფეინი ფეხმძიმეს არ ვნებს. მთავარია, დღეში 200 მლ არ გადააჭარბოთ. სტანდარტული 200-300-გრამიანი ყავის ჭიქა 95 მლ გრამ კოფეინს შეიცავს.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კოფეინს სხვა სასმელებიც შეიცავს, მაგალითად, ჩაი - ერთ ჭიქაში 47 მლ გრამია, კაკაოში - 8-დან 12 მილიგრამამდე.
სექსი
ზოგიერთ ფეხმძიმეს საერთოდ არ უნდება, ზოგი კი
სექსის გარდა არაფერზე ფიქრობს. ნუ იტყვით სიამოვნებაზე უარს. თანაც, აღარც იმის უნდა გეშინოდეთ, რომ დაფეხმძიმდებით და აღარც იმაზე უნდა დარდობდეთ, რომ ნეტა ჩაისახოს ნაყოფიო.
შოკოლადი
ახლა კი სასიამოვნო სიახლე შოკოლადის მოყვარულებისთვის! იცით, რომ ფეხმძიმეები, რომელებიც შოკოლადს მიირთმევდნენ, ისეთი გართულებისგან იყვნენ დაცულები, როგორიც პრეეკლამფსიაა. თუ რძიანს მწარე შოკოლადს ამჯობინებთ, მით უკეთესი. ნუ შეჭამთ მთლიან ფილას, მიირთვით რამდენიმე ნატეხი.
სპორტი
ვარჯიშები ამცირებს წელის ტკივილს, შეშუპებას და შეკრულობას, რაც ფეხმძიმობის თანმდევია. ფეხით სიარული, ცურვა, იოგა, ცეკვა და ველოსიპედი, სასარგებლოც კია თქვენთვის. თუ ფიზიკური აქტიურობის დროს სისუსტეს გრძნობთ, თავბრუ გეხვევათ, გცხელათ ან რაღაც აგტკივდათ, თავი დაანებეთ ვარჯიშს.
მგზავრობა
თუ პირველ ტრიმესტრში სულ გული გერევათ, მოგზაურობა მთლად სასიამოვნო არ იქნება, დღე-დღეზე მშობიარეებს არც თვითმფრინავში გელიან სიხარულით, მაგრამ მოგზაურობა მეორე ტრიმესტრში (14-28 კვირა) მშვენიერია, განსაკუთრებით, ზღვაზე. თვითმფრინავით მგზავრობისას კვებისგან თავი შეიკავეთ, გაზები რომ არ დაგიგროვდეთ. აი, წყალი კი უნდა სვათ, რადგან სალონში ისედაც მშრალი ჰაერია.
თუ ავტომობილით მოგზაურობთ, ხშირ-ხშირად შეაჩერეთ ავტო, გადმოდით, გაიარ-გამოიარეთ.
სპა
მართალია, ცხელი წყალი, საუნა და ჯაკუზი ფეხმძიმეს ეკრძალება. მაგრამ მსუბუქი მასაჟი, სახის გაწმენდა, წარბების კორექცია, ეპილაცია (გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის დროს დროს კანის მგრძნობიარობა იმატებს) მანიკიური და პედიკიურ შეგიძლიათ გაიკეთოთ.