"18-წლიანი უშვილობის შემდეგ თბილისში 54 წლის ქალმა იმშობიარა" - რეპროდუქტოლოგის რჩევები უშვილობით შეწუხებულ წყვილებს
"18-წლიანი უშვილობის შემდეგ თბილისში 54 წლის ქალმა იმშობიარა" - რეპროდუქტოლოგის რჩევები უშვილობით შეწუხებულ წყვილებს
თანამედროვე მედიცინა არაერთ გზას სთავაზობს წყვილებს, რომლებსაც შვილი გარკვეული მიზეზების გამო არ უჩნდებათ. უშვილო ადამიანების დასახმარებლად გავრცელებულ სამედიცინო  მეთოდებს შორის ერთ-ერთი ინვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერებაა, რაც გულისხმობს საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვებას და სპერმის საშუალებით მათ სინჯარაში განაყოფიერებას...
რა ასაკამდე შეიძლება ინვიტრო განაყოფიერება და  რა შემთხვევაში ეუბნებიან ამ პროცედურით სარგებლობაზე პაციენტს უარს, ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი.

- მაქსიმალური ასაკის მქონე  პაციენტი, რომელიც საკუთარი კვერცხუჯრედით  მიმიღია, იყო 54 წლის.

დაახლოებით 35 წლიდან და 40-ის ზემოთ ძირითადად პრობლემურია ემბრიონების მდგომარეობა ხარისხის კუთხით. ვღებულობთ კვერცხუჯრედს დიდი ასაკის პაციენტებისგანაც, მაგრამ ვერ ვღებულობთ დაორსულებას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში დონაციის პროგრამა არის ლეგალური და ამიტომ შეიძლება წყვილებმა, რომელთაც განაყოფიერების შანსი დაბალი აქვთ, ისარგებლონ დონორით.

- ძირითადად ჩვეს ქვეყანაში იმედგადაწურული პაციენტები მიმართავენ ინვიტრო განაყოფიერებას, ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. თუ გქონიათ შემთხვევები, როცა ხალხური მეთოდების გამოყენებით ცდილობდნენ ქალაბტონები დაორსულებას? რას გვეტყვით ამის შესახებ?

- ჩემს პრაქტიკაში მყოლია პაციენტები, რომლებსაც  მწერებით მკურნალობის მეთოდისთვის მიუმართავთ... სხვა საოცარი მეთოდებიც უხსენებიათ... მსგავსი მეთოდები დიდ ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებენ სახეს

და თანდათან მივიწყებას ეძლევიან არაეფექტურობის გამო. არსებობს ისეთი ხალხური მეთოდები, მაგალითად, როგორიცაა ფუტკრის რძით მკურნალობა, ბალახეულით მკურნალობა და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უფრო მეტად, ვიდრე ის, რომ ამ მეთოდებს რამე შედეგი მოჰქონდეს. ამ მეთოდებს პაციენტებს არ ვუშლით, რადგან არაფერს ავნებს, მაგრამ მე როგორც ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელი, მედიკამენტის გარეშე ვერ ვუმკურნალებ პაციენტს.

- რა შემთხვევაში ეუბნებით პაციენტს უარს ინვიტრო განაყოფიერებაზე? რა დაავადების მატარებელ ადამიანს ვერ გაუკეთდება ინვიტრო განაყოფიერება?

- ჩვენ როცა პროგნოზს ვაკეთებთ საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობაზე და ვამბობთ, რომ ორსულობა არ დადგება, ვუხსნით, რა არის ამის მიზეზი, შეიძლება ეს იყოს მრავალკვანძოვანი მიომა, შეიძლება იყოს ასაკის ბრლი და ჰორმონალური მედიკამენტების დანიშვნით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. შეიძლება ასევე იყო ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული პრობლემა, შეიძლება სარძევე ჯირკვალში ჰქონდეს პრობლემა, ან ფარისებრ ჯირკვალში, ან გადატანილი ჰქონდეს ონკოლოგიური დაავადება, ასეთ პაციენტებს ვურჩევთ სუროგაციის პროგრამით სარგებლობას. ჩვენ გვყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა საშვილოსნოს კიბო, მაგრამ ისრაელში ისე უმკურნალეს, ორივე საკვერცხის ფუქნცია შეუნარჩუნდა, გამოვიტანეთ კვერცხუჯრედები, არჩვეულებრივი ემბრიონები მივიღეთ და ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ გადავუტანოთ სუროგატ დედას. ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ასე რომ, თუ პაციენტის ორგანიზმში ინვიტრო განაყოფიერება არ გამოიღებს შედეგს და დაორსულება ვერ მოხდება, ეს პაციენტს უნდა ვუთხრათ აუცილებლად და ასეც ვიქცევით.

-  ხშირად ქალბატონებს ბრალდება უშვილობა...

- ეს ციფრი არის 50-50-ზე. წინა პერიოდთან შედარებით პაციენტები მეტად განათლებულები და ინფორმირებულები არიან და ხვდებიან, რომ ქალისა და მამაკაცის ჩართულობა ერთნაირად აუცილებელია მკურნალობის პროცესში. შეიძლება დედამთილები ადრე რძლებს აბრალებდნენ უშვილობას, მაგრამ ახლა ასე არ არის.
54 წლის ქალბატონი 18 წლის განმავლობაში იყო უშვილო. მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შვილი ჰყოლოდა, მაგრამ არ დგებოდა სასურველი ორსულობა. ასაკში როცა იყო, ჯერ კიდევ ჰქონდა მენსტრუალური ციკლი და ერთ მშვენიერ დღეს, როცა  მისი მეგობარი დაორსულდა, ჩემთან მოვიდა იმ გაგებით, რომ მე თუკი მაქვს შანსი, რამენაირად გავხდე დედა, მერე ძალიან დამწყდება გული, რომ არ გავიკეთე ინვიტროო. ყველაფერი ნაცადი ჰქონდა ინვიტროს გარდა და წარმოიდგინეთ, იმდენად კარგი მდგომარეობა ჰქონდა 53 წლის ასაკში, რომ ინვიტრო განაყოფიერება შედეგი გამოიღო. მან 54 წლის ასაკში გააჩინა შვილი, რომლის ბიოლოგიური მამაც იყო ამ ქალბატონის მეუღლე. სულ ვამბობ, რომ ამაშიც ღმერთის ნება იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვერაფერს შევძლებდით, რომ არ გვეხმარებოდეს უფალი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ლომის წილი მიუძღვის გამოცდილ გუნდს და გამოცდილ ექიმებს.


რუსკა კილასონია


alt"ჩვენთან რომ მოვიდა, ტიროდა ისიც და მთელი კლინიკა" - ზუგდიდელმა ქალმა შვილი გარდაცვლილი მეუღლისგან გააჩინა


5444
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მაია
0
მეც გვიან გაჩენილი შვილი ვარ, თუმცა, მადლობელი ვარ მშობლების. რაც შეეხება ნაადრევ დაობლებასა და ავადმყოფი მშობლების მოვლას, ამისთვის საჭიროა სოციალური სამსახურების გაძლიერება, რადგან ადრე გაჩენილებსაც საკმაო ტვირთად აწევს ავადმყოფი მშობლების მოვლა, ხშირად, თვითონაც ცუდად ხდებიან. ამისთვის საჭიროა, სახელმწიფომ შექმნას სოციალური პირობები და შვილებმა იცოდნენ, რომ ყოველ წუთს შოკში არ იქნებიან მშობლების სიმპტომების გამო. ასე რომ, გისურვებ, ამ ცხოვრებაში კარგიც ნახო
14:54 / 01-05-2019
შვილი
11
ყველაფერს თავისი დრო აქვს, მე თავად ნაგვიანევი შვილი გახლავარ და ვიცი, რა ელის ასეტ ბავშვს: ნაადრევი დაობლება ან მძიმეავადმყოფი, ლოგინადჩავარდნილი მშობლების მოვლა, რომელიც სამუდამო დაღს ასვამს მის ცხოვრებას. მე ეს გამოვცადე და არავის ვუსურვებ. მარტო ხარ, არ გყავს დედმამისშვილი, მარტოს გიწევს ყველაფრის გადატანა ადრეულ ასაკში. როგორია, თუ გიფიქრიათ ამაზე?
17:12 / 22-04-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```