ორსულის კვება, სქესობრივი კავშირი ორსულობის დროს, სტრესი - გინეკოლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
ორსულის კვება, სქესობრივი კავშირი ორსულობის დროს, სტრესი - გინეკოლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
ორსულობისას სტრესი გარდაუვალია, რადგან დედა აცნობიერებს იმ რისკებს, რომლებიც ამ საპასუხისმგებლო პერიოდს თან ახლავს. რისგან უნდა შეიკავოს თავი ფეხმძიმე ქალმა, საჭიროა თუ არა ყოველდღიურ რეჟიმზე უარის თქმა და ცხოვრების რიტმის შეცვლა, გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესება, თუნდაც კვების ან ფიზიკური აქტივობის კუთხით – ამ და სხვა თემებზე მეანგინეკოლოგ თიკო გოთუას ვესაუბრეთ.
mshoblebi

– პირველ რიგში, სტრესზე უნდა დაგეკითხოთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. რა გავლენას ახდენს ის ორსულზე და როგორ დავიცვათ თავი
გარემოში, სადაც სტრესული სიტუაციისგან თავის არიდება ზოგჯერ შეუძლებელია?

– სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სტრესი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ყველა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. ორსული ქალი კი მოგეხსენებათ, ყველა სხვა ქალთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა.
მნიშვნელოვანია შევძლოთ საკუთარი თავისა და ემოციების მართვა. ახლობლების, ოჯახის წევრების და მეუღლის მხარდაჭერა ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს. ფეხმძიმე აქტიურად უნდა იყოს დაკავებული სხვადასხვა საქმით. მოუსმინოს მუსიკას, ისეირნოს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ყურადღება მიაქციოს კვების რაციონს, მიიღოს წყალი და დაკავდეს ფიზიკური აქტივობით.
რაც შეეხება სტრესის გავლენას ნაყოფზე, შემიძლია გითხრათ, რომ ნაყოფი მუცლადყოფნისას ყველა განცდილ სტრესს აღიქვამს, რაც ვლინდება მის მოძრაობით აქტივობაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძლიერი სტრესი ნაადრევი მშობიარობის

რისკსაც ზრდის.

– რა ტიპის საკვები უნდა მიიღოს ორსულმა, ან რისგან უნდა შეიკავოს თავი, რომ ნაყოფს საფრთხე არ შეუქმნას?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ჯანსაღი საკვები ჯანმრთელობის გარანტიცაა – მითუმეტეს ორსულებში. მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც სპეციალურად მათთვის არის მიღებული. არ შეიძლება სპირტიანი სასმელის, ცხარე, კონსერვირებული პროდუქტების, შებოლილი ან ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება.
სასურველია, ორსული ქალის დღიური რაციონის 2/3 შეადგინოს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებმა: ცოცხალმა ბოსტნეულმა, ხილმა. ნაყოფისათვის სასარგებლო ვიტამინებმა და მინერალებმა, რომლებსაც შეიცავენ პარკოსნები: ლობიო, ბარდა, მუხუდო. ასევე, რძის პროდუქტები: ყველი,ხაჭო,მაწონი.
არაჟანი შეიცავს კალციუმს, რომელიც მონაწილეობს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში. ხორცი კი ცხოველური ცხიმის ძირითადი წყაროა. თევზი უნიკალური პროდუქტია,შეიცავს ვიტამინ D–ს, A–ს, ფოსფორს, ცილას. ის ასევე მდიდარია ცხიმოვანი მჟავით. კვირაში 300-400 გრამის მიღება ფეხმძიმესთვის აუცილებელია. სასურველია თუ კვირაში ერთხელ კვერცხსაც მიიღებს. ის მდიდარია 12 სახეობის ვიტამინით და მინერალებით. კიდევ ერთი აუცილებელი პროდუქტი, რომელიც ყველა ორსულის რაციონში უნდა იყოს, წვნიანი საკვებია.
რჩევის სახით შემიძლია გითხრათ, რომ კარგი იქნება, თუ ორსულები თავს შეიკავებენ გვიანი კვებისგან, რაც იწვევს მოუსვენრობას და უძილობას. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ის, რომ ორსულმა ორმაგად უნდა იკვებოს – მითია.


– რომელ საკვებს ან პროდუქტებს შეუძლიათ ბავშვის გონებრივ განვითარებაზე კარგი ზეგავლენის მოხდება? რას ურჩევდი ორსულებს ამ კუთხით?

– ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქოლინს. ესაა B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა კვერცხის გული,უცხიმო წითელი ხორცი, ნიგოზი, პარკოსნები, მარცვლეული კულტურები: ხორბალი, ჭვავი, შვრია, ბრინჯი. მუქი მწვანე ბოსტნეული: ბროკოლი, ავოკადო, სალათის ფოთოლი და მწვანე ბულგარული წიწაკა.თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი ნაყოფის გონებრივ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს.

mshoblebi

– ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ფეხმძიმობისას სქსესობრივი კავშირი დაუშვებელია, რადგან ამას ყველაფერს ორგანიზმისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კუთხით ?

– ბევრს ჰგონია, რომ ორსულობისას სქესობრივმა კავშირმა შესაძლოა ნაყოფი დააზიანოს. ეს საკმაოდ გავრცელებული შეკითხვაა, თუმცა შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას, სქესობრივი კავშირი სრულიად დასაშვებია. საშვილოსნოში ნაყოფი დაცულია სანაყოფე სითხით და საშვილოსნოს კუნთებით, ასე რომ სქესობრივი კავშირი არ აზიანებს ნაყოფს.
მაგრამ არის გამონაკლისებიც. თუ საქმე გვაქვს ისეთ რისკებთან, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა ან პლაცენტის წინმდებარეობა, გასათვალისწინებელია ექიმის რეკომენდაციები.

თიკო ღლონტი
13767
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (25)
მზია
1
გამარჯობათ მაინტერესებს თუ ხორცსა და თევზს ვერ ჭამს ფეხმძიმე ამ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს რომ მიიღოს ნაყოფმა საკმარისი ვიტამინები
13:11 / 21-05-2019
ნინო
0
თიკო ექიმოო ❤️❤️❤️
14:14 / 29-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```