- ორსულობა არაა ავადმყოფობა, ამიტომ ორსულმა უნდა იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით. კვებას უნდა მიექცეს დიდი მნიშვნელობა. ოჯახის წევრები უფრო მძიმედ უყურებენ ამ მდგომარეობას და ზედმეტი მზრუნველობით აფრთხილებენ ორსულს, რომ
- გავრცელებული შეცდომები, რომელსაც ორსულები უშვებენ...
- დღესდღეოებით ორსულები კარგად ინფორმირებულები არიან და რაც დრო გადის, უფრო მოწესრიგებულებიც ხდებიან. მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევა, თან არაერთი, მე შემიხსენებია ორსულისთვის, რომ ვიზიტზე უნდა გამოცხადებულიყო, შეესრულებინა დანიშნულება, არ დავიწყნოდა მედიკამანეტის მიღება და ა.შ.
- არსებობს მოსაზრება, რომ ექოსკოპიური კვლევის ბევრჯერ ჩატარება საზიანოა, მართალია? ან, ეს „ბევრი“ რამდენია?
- ერთადერთი, რაშიც ორსულს თანხა არ ენანება, ესაა ექოსკოპია. თუ ორსულობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე და დაკვირვება არ გვჭირდება, მაშინ 3-4 ექოსკოპიური კვლევა საკმარისია. თუმცა, არიან ორსულები, რომელთაც ყველა ვიზიტზე უნდათ ექოსკოპიის გაკეთება და არ ვეწინააღმდეგები. არიან ორსულები, რომელთა შემთხვევაშიც გვიწევს გარკვეულ მონაცემზე დაკვირვება და ამიტომ ხშირად სჭირდება ამ კვლევის ჩატარება. ყველა ვადას თავისი პრიორიტეტები აქვს ექოსკოპიურ კვლევასთან მიმართებაში, რა ვადაზე რას უნდა მიექცეს ყურადღება და და.ა.შ. პირველი საწყისი ექოსკოპია ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს, ნამდვილად ღრუში არის თუ არა ორსულობა და დაფიქსრიდეს გულის ცემა, შემდეგ 12 კვირაზე აუცილებელია კისრის ნაკეცის ნახვა და ცხვირის ძვლის გაზომვა, 20-21 კვირაზე უნდა მოხდეს გულის მანკზე და სხვა პათოლოგიებზე შემოწმება, ვადები რომ იზრდება ამასთან ერთად ვაკვირდებით სანაყოფე წყლებს, ნაყოფის მდებარეობას, შემდეგ უკვე პრიორიტეტული ხდება ჭიპლარის და თავის ტვინის დოპლერული მონაცემები და ა.შ.

- რა შემთხვევაშია საზიანო ექოსკოპიური კვლევა?
- პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ საზიანო არაა. მე იმდენჯერ მაქვს გაკეთებული ექოსკოპია, რომ ვერ დავთვლი. თანამედროვე აპარატები იმდენად უსაფრთხოა, რომ ზიანს არ აყენებს ნაყოფს. ამეკვიატებოდა რაღაც პათოლოგია და ვიკონტროლებდი, თან მქონდა იმის კომფორტი, რომ ხშირად მეკეთებინა. შეიძლება ითქვას, რომ არ მჭირდებოდა, მაგრამ ინტერესის გამო ვიკეთებდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან ან მე და ან ჩემს შვილს მოგვაყენა.
- საკეისრო თუ ფიზიოლგიური მშობიარობა, ამ დილემის წინაშე ბევრი ორსული დგას. კეთდება თუ არა საკეისრო მხოლოდ ორსულის მოთხოვნით, როცა ამის საჭიროება სამედიცინო თვალსაზრისით არ დგას?
- ეს თემა ძალიან პრობლემურია ბოლო წლებში, იმიტომ, რომ საკეისროების რიცხვი გაიზარდა. თუ როგორც მეანს, ჩემს აზრს მკითხავთ, მაშინ რეკომენდაციას ფიზიოლოგიურ მშობიარობას გავუწევ. უფალმა დააწესა ის გზა, რომლითაც ბავშვმა პირველი ადაპტაცია, ცხოვრების პირველი გზა უნდა გაიაროს და თავადვე იბრძვის ამისთვის. საკეისროს დროს დაძინებულ ბავშვს, რომელიც თავისთვის არის და გარკვეული პერიოდი სულაც არ აპირებს ამ ქვეყნად მოვლენას, ვაღვიძებთ, ამოვიყვანთ და ამ სამყაროში ცხოვრების გაგრძელებას ვაკისრებთ, რაც ახალშობილისთვის ერთგვარი სტრესია. როცა თვითონ ემზადება რბილი სამშობიარო გზების გასავლელად და სტრესების მისაღებად, ეს უკვე სხვა საქმეა. მშობიარობისას, საშვილოსნოს კუნთები ბავშვის თავს უჭერს, ის იბრძვის გამოსასვლელად და ამ დროს ღიზიანდება რეცეპტორები, რომლებიც შემდეგ რეფლექსების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მაგრამ, არსებობს საკეისროს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზების არსებობისას, მეანი წყვეტს რომ ჩატარდეს საკესირო კვეთა, მაგრამ დღეს ორსულებს უფლება აქვთ მოითხოვონ ამ გზით მშობიარობა ობიექტური მიზეზების გარეშეც, ამ უფლებებმა კი გაზარდა საკეისროების რიცხვი. ორსულს ეუბნები, უმტკიცებ, რომ ჯობია იმშობიაროს ფიზიოლოგიურად, მაგრამ არ იჯერებენ. საკეისრო კვეთა სტრესია ქალისთვისაც, ანატომია ირღვევა, ვითარდება შეხორცებები, საკეისროს უფრო მეტი და ვერაგი გართულბები აქვს, ვიდრე ფიზიოლოგიურ მშობიარობას.
- მშობიარობა გაუტკივარების გზით თუ „წონის“ საკეისროს რიცხობრივად...
- როცა ორსულს ვთავაზობთ ფიზიოლოგიურ მშობიარობას გაუტკივარებით, უმრავლესობა თანხმდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები მაინც ვერ წონის საკეისროს. საკეისროების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა ადრე გადატანილი საკესიროების ხარჯზეც. თუ საკეისროდან მეორე ორსულობამდე ინტერვალი პატარაა, იქ ნაწიბურის გათვალისწინებით უნდა გაკეთდეს ისევ საკეისრო.
- შეიძლება თუ არა, ან თქვენ თუ გქონიათ პრაქტიკაში, რომ ნაკეისრალ ქალს შემდეგ ფიზიოლოგიურად გაეჩინოს ბავშვი?
- კი, ახლახანს იმშობიარა ჩემმა ნაკეისრალმა ქალმა ფიზიოლოგიური გზით. 2015 წელს მქონდა ჩატარებული საკეისრო კვეთა და 2019 წელს, 4 წლის ინტერვალით, იმშობიარა ფიზიოლოგიურად, სპონტანურად დაეწყო ტკივილები და წარმატებით დასრულდა პროცესი. ისევ საკეისრო იგეგმებოდა, მაგრამ ისე სპონტანურად დაეწყო ტკივილები და დინამიკა იმდენად კარგი იყო, რომ თავისით გააჩინა.
- არის თუ არა ეს ერთგვარი რისკი?
- რა თქმა უნდა, რისკია. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ნაწიბურის კონტროლი, მშობიარობის შემდეგ აუცილებლად უნდა ინახოს ნაწიბური, უნდა დადგინდეს ხომ არ არის სადმე საშვილოსნოს მთლიანობა დარღვეული. სახელმწიფოც კი მოგიწოდებს, რომ თუ პირველი საკეისროდან 5 წელზე მეტია გასული, ამ შემთხვევაში ქალმა უნდა იმშობიაროს ბუნებრივი გზით, მაგრამ იცით, ამას რომ სთავაზობ პაციენტს, არ მოგყვება, ეშინია და მესმის, ალბათ მეც რომ ვიყო, მეც შემეშინდებოდა. პირველზე თუ არ იმშობიარა ფიზიოლოგიურად, მეორეზე ძნელია წამოგყვეს.
- არ შემიძლია არ შევეხო სელექციური აბორტების თემას, თქვენს პრაქტიკაში გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- მე აბორტი არასდროს გამიკეთებია, არ მქონია პრაქტიკაში და ზუსტად ვიცი, ისე დავამთავრებ ჩემს საქმეს, რომ არ გავაკეთებ. თუ საქმე გვაქვს სიმახინჯესთან, ანომალიასთან ამ შემთხვევაში რასაც ქალი წყვეტს, ისე ვიქცევით, მაგრამ სელექციური აბორტი, არის კატასტროფა!
ციცი ომანიძეორსულის კვება, სქესობრივი კავშირი ორსულობის დროს, სტრესი - გინეკოლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე