10 ყველაზე საინტერესო ფაქტი ორსულობაზე
10 ყველაზე საინტერესო ფაქტი ორსულობაზე
1. ყველაზე ხანგრძლივი ორსულობა 375 დღეს გაგრძელდა – წელიწადზე მეტხანს. თანაც, ბავშვი სრულიად ნორმალური პარამეტრების დაიბადა.

2. ორსულობის დროს ქალს უდიდდება გული და ღვიძლი, ყნოსვა კი 11-ჯერ უმძაფრდება – ასე ცდილობს ბუნება ორსულების დაცვას იმ პროდუქტებისგან, რომლებიც ნაყოფისთვის შეიძლება არ იყოს უსაფრთხო.

3. დედის მუცელში მყოფ ბავშვს შეუძლია ტირილი, სიცილი და ცეკვაც კი. ასე რომ, უფრო ხშირად მოუსმინეთ კარგ მუსიკას, რომ ნაყოფმა მუსიკის თანხლებით იცეკვოს.

4. პირველი დაორსულების საწინააღმდეგო საშუალება გამოიგონეს ეგვიპტელებმა, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 200 წელს. ცნობილია, რომ
მის შემადგენლობაში ნიანგის ფეკალიები შედიოდა. რამდენად ეფექტური იყო ეს საშუალება, ისტორიკოსები ვერ აკონკრეტებენ.

5. ორსული ქალის სანაყოფე წყლები იმდენივე მარილს შეიცავს, რამდენსაც ოკეანის წყლები.

6. დედამიწაზე დაბადებული ყოველი მესამე ბავშვი საკეისრო კვეთით ჩნდება.

7. იმ წყვილებს შორის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ, შედეგს მხოლოდ მეოთხედი აღწევს ქალის პირველივე ციკლში. დანარჩენ 75% წყვილს ამაზე რამდენიმე თვიდან ორ წლამდე პერიოდი მისდის. ასე რომ, როდესაც ბავშვის გაჩენას გადაწყვეტთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ.

8. ორსულობის დროს ქალის ნივთიერებათა ცვლა ნელდება, იმავდროულად მას სჭირდება თავისი რაციონის მომატება დღე-ღამეში 300 კილოკალორიით, რომ თავიც გამოკვებოს და ბავშვიც.

9. ბევრ მომავალ დედას ეცვლება ტერფი. ის არა მხოლოდ ფართოვდება წონის ცვლილებების გამო, არამედ უფრო გრძელდება კიდეც. ასე
რომ, შესაძლოა, ორსულობის შემდეგ 1-2 ზომით უფრო დიდი ზომის ფეხსაცმელი დაგჭირდეთ.

10. ყოველ სამ წამში პლანეტაზე ერთი ბავშვი იბადება.
11432
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ან
0
ფეხის დაპატარავების დიდი იმედი ნუ გექნებათ მაინც :)
12:36 / 01-10-2018
ia
0
ფეხი მეც გამეზარდა, მაგრამ იმედი მაქვს მშობიარობიდან 2-3 თვეში ისევ ნორმაში ჩავდგებით :)
22:14 / 26-10-2014
მსგავსი სიახლეები