არსებობს კავშირი მუცლის ნაადრევ ეტაპზე მოშლასა და მომავალში გულის პრობლემებს შორის როდ-აილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არსებობს კავშირი მუცლის ნაადრევ ეტაპზე მოშლასა და მომავალში ქალის გულის პრობლემებს შორის. ეს არის გულის დაავადებების ნაადრევი ნიშანი.
ქალები, რომლებსაც რამდენჯერმე მოეშალათ მუცელი ან მკვდრადშობის ფაქტები აქვთ, კვლევის თანახმად, უფრო ხშირად იტანჯებიან გულის სხვადასხვა დაავადებით.
მეცნიერების თქმით, მსგავსი შემთხვევები უნდა იყოს მიზეზი, რომ ექიმებმა ქალს დამატებით დაუნიშნონ გულის გამოკვლევა და ნაადრევ სტადიაზე აღმოაჩინონ პრობლემები, რომლებმაც უფრო მოზრდილ ასაკში შეიძლება მათ გაცილებით მეტად იჩინოს თავი.