ორსულობის შეწყვეტა ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა თანამედროვე მეანობა-გინეკოლოგიაში. ამ პათოლოგიის სიხშირე 25%-ს აღწევს. ბოლო ეს პრობლემა საგრძნობლად გახშირდა, რაც პირდაპირ კავშირშია ჰომოცისტეინის დონის მომატებასთან სისხლში. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად გვესაუბრება ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ნადარეიშვილი.
- რა პათოლოგიების შემთხვევაში ხდება სისხლში ჰომოცისტეინის განსაზღვრა?
- ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში ხდება შემდეგი პათოლოგიების შემთხვევაში:
იმპლანტაციის დეფექტი თვითნებითი აბორტი 2 ზე მეტი (ჩვეული აბორტი) პლაცენტის ნაადრევი აშრევება ნაადრევი მშობიარობა სისხლძარღვთა დაავადებები (გულის ინფარქტი, ატეროსკლეროზი, ტრომბოზი ქვედა კიდურების ვენების, საძილე არტერიის ტრომბოზი) ტრომბოვასკულარული დაავადებები კრონის დაავადება ეპილეფსია პარკინსონის დაავადება დაუნის სინდრომი
- რატომ არის აუცილებელი აღნიშნული ანალიზის გაკეთება და რა ინფორმაციას გვაწვდის ის?
- ჰომოცისტეინის მაღალი დონე არის ერთერთი მნიშვნელოვანი მარკერი, რომლის ნეგატიური გავლენაც აისახება ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. დადგენილია, რომ ჰიპერგომოცისტენემიას ახასიათებს პირდაპირი ტოქსიური გავლენა სისხლძარღვების ენდოტელიუმზე, იზრდება თრომბოციტების აგრეგაცია, რაც ზრდის თრომბოზების წარმოქნმნის რისკს. ხდება მიკროცირკულაციის დარღვევა ქსოვილებში, მათ შორის საშვილოსნოს კედელზე, და პლაცენტაში, რაც უწვევს ემბრიონის იმპლანტაციის დეფექტს, თვითნებით აბორტს. ორსულობის პირველ ნახევარში ჰომოცისტეინის მაღალი დონე არის მაღალი რისკ ფაქტორი მეორადი აუტოიმუნური პროცესების, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის განვითარების,რაც ხდება მიზეზი სხვადასხვა სამეანო პათოლოგიების განვითარების ორსულობის მიმდინარეობის პროცესში ორსულობის მეორე ნახევარში, როგორიც არის პრეეკლამსია, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, პლაცენტარული უკმარისობა, ნაყოფის განვითარების შეფერხება.
მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ჰომოცისტეინის მაღალ დონეს ათეროსკლეროზის, ადრეული ინფარქტის, თრომბოვასკულარული დაავადებების, ქვედა კიდურების თრომბოზების, ასევე საძილე არტერიის თრომბოზის, კრონის დაავადების განვითარებაში.
- რა მეთოდით კეთდება ანალიზი?
- ვენიდან სისხლის აღება ხდება დილით უზმოზე. 8-12 საათი უნდა გავიდეს ჭამის შემდეგ, პასუხი მზად არის იმავე დღეს.
- შესაძლებელია თუ არა ანალიზის გაკეთება დაორსულებამდე?
- შესაძლებელია და საჭიროა დაორსულებამდე და დაორსულების შემდეგ. განსაკუთრებით პაციენტებში თვითნებითი აბორტით, გადატანილი ეკლამსიით, პლაცენტარული უკმარისობით, პლაცენტის ნაადრევი აშრევებით, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენით. ანამნეზში ნათესავებში გადატანილი ინსულტით, ინფარქტით. ერთერთი მიზეზი ჰომოცისტენემიის განვითარების არის ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ორგანიზმი ფოლიუმის მჟავის უკმარისობის, ვიტამინების B6, B12 , B1 მიმართ. ასევე მწეველი ადამიანები და დიდი რაოდენით ყავის და ალკოჰოლის მომხმარებლები.
- აღნიშნული ანალიზით რისი პრევენციაა შესაძლებელი?
- ჰიპერჰომოცისტენემია - პათოლოგიური პროცესია, რომლის დროული დიაგნოსტიკა უმეტეს შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას დავნიშნოთ დროული, მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა, რომელიც ათჯერ მეტად შეამცირებს დედის და ნაყოფის გართულებების რისკს.
სალომე გორგოშიძე