ორსულობა და მედიკამენტები - რა უნდა ვიცოდეთ?
ორსულობა და მედიკამენტები - რა უნდა ვიცოდეთ?
ორსულობის დროს ქალს ხშირად აწუხებს ესა თუ ის პრობლემა - გაციება, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და სხვა. თუმცა თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მარტივად იღებდა ამ დროს სათანადო პრეპარატს, ორსულობის დროს ასე იოლად ვერ გადაწყვეტს ამას.
ორსულობის დროს გამოყენებული ფარმაკოლოგიური პრეპარატების მავნებლობის რისკი დიდია. წამლებში არ ვგულისხმობთ ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატებს, რომელიც ბავშვს ზრდა-განვითარებაში ეხმარება.
ნებისმიერი პრეპარატი, მიღებული ორსულობის დროს, გაივლის პლაცენტას და გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. ეს არ ეხება ყველა პრეპარატს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ისინიც მოქმედებენ.
კონკრეტული წამლის მოქმედება ნაყოფზე დამოკიდებულია პრეპარატის
დოზაზე, მიღების ხანგრძლივობაზე, ორსულობის ვადაზე და ორსულის საერთო მდგომარეობაზე. ორსულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ დაუშვებელია პრეპარატების თვითნებურად მიღება. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თქვენმა არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა შესაძლოა ძალიან ცუდად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. თუ მუშაობთ და ყოველდღიურად ხალხმრავალ ადგილებში გიწევთ ყოფნა, გაიკეთეთ პირბადე. ნუ შეშინდებით, ორსულობა არ არის ავადმყოფობა. ეს ქალის დროებითი, ძალიან ლამაზი მდგომარეობაა. ნუ ჩაიკეტებით სახლში იმის შიშით, რომ არ გაცივდეთ. დაიცავით თავი პირბადით, დაიბანეთ ხელები რეგულარულად, მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას, მიირთვით ჯანსაღი საკვები და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. 9 თვე ვერ ჩაივლის გაციების გარეშე, მაგრამ თუ შეგიძლიათ ცხვირიდან უმნიშვნელო გამონადენის, უმნიშვნელო ყელის ტკივილის მოთმენა - მოითმინეთ. თუ ცუდად ხართ - სასწრაფოდ დაურეკეთ ექიმს.
არასოდეს იყიდოთ წამალი ინსტრუქციის გარეშე. თუ ეს პრეპარატი მცირედ, მაგრამ მაინც მოქმედებს ნაყოფზე, ამის შესახებ აუცილებლად იქნება მითითებული ინსტრუქციაში. ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ გააკეთეთ სწორი არჩევანი.
თუ თქვენმა ექიმმა არ იცის თქვენი ორსულობის შესახებ და თუ თქვენ მიხვედით ხველების ჩივილით, აუცილებლად უთხარით მას თქვენი მდგომარეობის შესახებ მანამ, სანამ მოგცემთ დანიშნულებას. თუ არ იცოდით, რომ ორსულად იყავით და იმ პერიოდში სვამდით წამლებს, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმ გენეტიკოსს.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
12537
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Tamari
0
Sami tvis orsulia chemi da,gverdi awyxebs da ra aheidzleba,gamayuchebeli dalios?
23:05 / 25-11-2019
მსგავსი სიახლეები