თუ ორსულობის კლასიკური სიმპტომები ცნობილია, პირში მეტალის გემოსა და ღამის კოშმარებზე ბევრი არ არის ინფორმირებული.
1. "გაჭედილი" ცხვირი ან ცხვირიდან სისხლდენა.
თუ დილით "გაჭედილი" ცხვირით იღვიძებთ და არ გაქვთ რესპირატორული ინფექცია, ღირს ყურადღების მიქცევა. ორსულობის დროს არსებული ჰორმონულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხშირია ორსულთა რინიტი ან ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე, რამაც შეიძლება სისხლდენაც გამოიწვიოს.
2. სისხლმდენი ღრძილები
ეს სიმპტომიც ორსულობასთან და მისგან გამოწვეულ ჰორმონულ ცვლილებასთან ასოცირდება. სისხლდენა ღრძილებიდან ძირითადად კბილების გახეხვის ან ძაფის გამოყენების შემდგომ აღინიშნება.
3. მეტალის გემო პირში
ეს უსიამოვნო სიმპტომიც დაკავშირებულია ჰორმონ ესტროგენისა და პროგესტერონის "გამოტყორცნით" ორსულის ორგანიზმში. ორსულს აქვს შეგრძნება, თითქოს პირის ღრუში რკინის ნაშჭერი უდევს. ეს სიმპტომი შეიძლება იყოს როგორც პირველ ტრიმესტრში, ასევე მთელი ორსულობის განმავლობაში.
4. უძილობა
ისევ ჰორმონებმა შეიძლება "მოგპარონ" ღამის ძილი. ორსულს უჭირს ჩაძინება ან ეღვიძება გამთენიისას და ვეღარ იძინებს.
5. ღამის კოშმარები
უკვე შემაწუხებელი ხდება ღამის კოშმარები...
6. მეტეორიზმი, შებერილობა, ყაზბობა
ორგანიზმში პროგესტერონის მაღალი დონის არსებობის გამო, ნელდება მონელების პროცესი, ძლიერდება მეტეორიზმი და ადგილი აქვს ყაბზობას.
7. გულძმარვა
ჰორმონების ზეგავლენის გამო საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სპინქტერი (ჩამკეტი კუნთი) სუსტდება და კუჭის შიგთავსი ხვდება საყლაპავში, რაც იწვევს გულძმარვასა და სხვა დისკომფორტს.
8. ცრუ მენსტრუაცია
ემბრიონის ინპლანტაციის პერიოდში საშვილოსნოს ლორწოვანში (ჩასახვიდან 2 კვირის განმავლობაში), ქალს შეიძლება აღენიშნებოდეს სისხლიანი გამონადენი. ეს სიმპტომი ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ექიმის ზედამხედველობას.
9. გაძლიერებული გამონადენი
ორსულობის დასაწყისში შეიძლება გაძლიერდეს (თეთრი, ლორწოვანი) გამონადენი. თუ გამონადენს თან ახლავს წვა, ქავილი, შეშუპება, მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, მიმართეთ ექიმს.
10. ლიბიდოს შეცვლა
ორსულობის დროს აღინიშნება სექსისადმი გაძლიერებული მოთხოვნილება ან პირიქით, ზიზღი. ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონებია.
11. გამონაყარი
ჰორმონალურმა ცვლილებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი.
12. არეოლის ფერის შეცვლა
არეოლა - ძუძუს თავის გარშემო არსებული პიგმენტური ადგილია და თუკი შეამჩნიეთ მისი გამუქება, გაეშურეთ აფთიაქში ტესტის შესაძენად.
13. თმის სტრუქტურის და მდგომარეობის გაუმჯობესება.
თუ ბოლო დროს არ ასუფთავებთ სავარცხელს თმებისგან, გაიკეთეთ საორსულო ტესტი.
14. დედის რძეზე უარის თქმა.
ორსულობის ჰორმონები გემოს უცვლის დედის რძეს. თუ თქვენ მეძუძური დედა ხართ და ბავშვმა უარი თქვა ძუძუთი კვებაზე. ეს ნიშნავს იმას,რომ მას 8 თვეში დაიკო ან ძამიკო ეყოლება.
წყარო