რა პრივილეგიები აქვს ორსულობას? - მშობლები

რა პრივილეგიები აქვს ორსულობას?

2014-10-29 07:15:40+04:00

გარშემო მყოფთა სიყვარული და მზრუნველობა, როგორც წესი, ამ დროს ძლიერდება რა არის ორსულობა? ორსულობა, ეს არის:

• გამვლელთა ღიმილი, როცა მუცელი უკვე წამოიბზიკება.

• საპატიო მიზეზები დასაძინებლად.

• იმის გამართლება, რომ გაცილებით მეტი კალორია იხარჯება, ვიდრე მანამდე შეიძლებოდა. თანაც, სინანულის გრძნობა მარტივად შეიძლება გაიფანტოს ერთი არგუმენტით - ორსულობა.

• დიდებული დღესასწაულის მოლოდინი – ბავშვის დაბადების. ეს საკმარისი მიზეზია, რომ იყიდო ახალი ნივთები, მისცე სტიმული ქმარს, რომ გააკეოს რემონტი, შეუკვეთო საჩუქრები მეგობრებს და ახლობლებს.

• გულმავიწყობა ამ 9 თვის განმავლობაში ასევე თავისუფლად შეიძლება გაამართლო ბავშვის მოლოდინით.

• იმის განცდა, რომ შენ განსაკუთრებული ხარ შენს გარემოცვაში. მოსიყვარულე ადამიანები ჩვეულებრივ ცდილობენ, გაითვალისწინონ ახლობელი ადამიანის მდგომარეობა სხვადასხვა სოციალურ ასპექტში. ყურადღების ცენტრში აღმოჩენა ასევე საოცარია. თუმცა ამ მომენტში ყველაფერი ინდივიდუალურია.

• შოპინგი მომავალი დედისა და ბავშვისთვის უამრავ სასიამოვნო ემოციას უკავშირდება.

• ბავშვის გატოკება მუცელში – ეს ის განცდაა, რომელსაც ორსულობის გარეშე ვერ გამოცდი. ასეთ მომენტებში ემიციები განუმეორებელია. კიდევ ერთხელ აცნობიერებ, რომ იმ საოცარი პროცესის მონაწილე ხარ, რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებას უკავშირდება.

• გარშემო მყოფთა სიყვარული და მზრუნველობა, როგორც წესი, ამ დროს ძლიერდება.

• ორსულობა კარგი სტიმულია დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესი – ყველაფერს აქვს ძალიან მყარი მიზეზი. შეიძლება, მიატოვო სიგარეტის მოწევა, დაიწყო ჯანსაღი კვება, ცურვა, იოგა, სასარგებლო ინფორმაციის კითხვა და ბევრი სხვა რამ.

• ორსულობის დროს არასდროს არ რჩები მარტო. გვერდით ყოველთვის არის პაწაწინა არსება.

• მკერდი ბოლოს და ბოლოს გახდება იმ ზომის, როგორზეც ოცნებობდი.

• ორსულობა ყველაზე საოცარი რამაა. კიდევ უფრო დიდი საოცრება გელის ბოლოში – როცა უსაყვარლესი პატარა დაიბადება. ამ განცდას არაფერი შეედრება ამქვეყნად.