კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია. როგორ უნდა მოიქცეს მშობიარე, როდესაც საავადმყოფოში წასვლა სწორედ ამ დროს უწევს? ეს კითხვა საიტზე რამდენიმე ორსულმა დაგვისვა. პასუხის მიღება კი სპეციალურად შექმნილ ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე ვცადეთ.
მათი განცხადებით, თუ ორსულს მშობიარობა კომენდანტის საათის დროს დაეწყება და ოჯახი საკუთარი ავტომობილით უზრუნველყოფს გადაადგილებას, აუცილებლად უნდა დარეკონ 112-ზე და შეატყობინონ. სხვა შემთხვევაში უნდა გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ასევე, აღნიშნეს ისიც, რომ საპატრულო პოლიცია მშობიარეს საკუთარი მანქანით საავადმყოფოში ვერ გადაიყვანს, რადგან მისი საავადმყოფოში წაყვანა რისკია და მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აქვს პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნა.
ოფიციალურად, სასწრაფო დახმარების მანქანაში ორსულის საავადმყოფოში გადაყვანისას ექიმიც და ექთანიც მასთან უნდა იყოს და მანქანის სივრცის გათვალისწინებით, სხვა ვერავინ გაჰყვება.