ცოტა ხნის წინ ქართველმა მომღერალმა ნინა სუბლატმა, რომელიც ფეხმძიმედ არის, რამდენიმე ახალი ფოტო დადო ინსტაგრამზე. შავ-თეთრ ფოტოებზე ნახევრად შიშველი ნინა პოზირებს.
ნინას მანამდეც დაუდია თამამი ფოტოები ამ სერიიდან.
ბევრმა არ იცის, რომ პირველი ვარსკვლავებს შორის, რომელმაც შიშველმა გადაიღო ფოტოები ორსულობის დროს და ეს ფოტოები ჟურნალის გარეკანზეც გამოჩნდა, იყო დემი მური.
სწორედ დემიმ ჩაუყარა საფუძველი ორსულების შიშველი ფოტოსესიების მოდას. შემდეგ იყო სინდი კროუფორდი, რომელიც პლაგიატში ამხილეს, შაკირა კი პირდაპირ ფოტოსესიიდან წავიდა სამშობიაროში.
მას მერე არაერთ ვარსკვლავს გაუკეთებია იგივე და ბევრს სოლიდური თანხებიც აუღია სხვადასხვა ჟურნალის გარეკანისთვის შიშვლად პოზირებაში.
რასაკვირველია, უცხოელ ვარსკვლავებს ქართველებიც არ ჩამორჩნენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ორსულობის დროს მიიღო მონაწილეობა თამამ ფოტოსესიაში, ქეთა თოფურია იყო.
მერე იყო თამო ვაშალომიძის და ნუკი კოშკელიშვილის შიშველი ფოტოსესიები.
სულ ცოტა ხნის წინ კი ტელეწამყვან ანა იმედაშვილის თამამი ფოტოები გამოჩნდა სოციალურ ქსელში.
უცხოელი ვარსკვლავები ამბობენ, რომ ასეთი ფოტოებით სურთ დაამტკიცონ - ორსული ქალი არა მხოლოდ ლამაზი და მშვენიერია, არამედ - სექსუალურიც.