საორსულე ბანდაჟი - პლუსები და მინუსები
საორსულე ბანდაჟი - პლუსები და მინუსები
ორსულისთვის ბანდაჟი იგივეა, რაც თანაშემწე. მართალია, ქალს ბუნებრივად აქვს იმის ძალა, რომ ნაყოფი მუცლით ატაროს, თუმცა ბანდაჟით ეს სასიამოვნო "ტვირთი" კიდევ უფრო მსუბუქდება.

ორსულის ბანდაჟის ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ განკუთვნილია
"აქტიური ცხოვრებისთვის". ორსულისთვის აქტიურ ცხოვრების წესი ნიშნავს, რომ 2-3 საათზე მეტ ხანს (შეუსვენებლად)ფეხზე ყოფნა უწევს. პრინციპში, დღეს მომავალი დედების უმრავლესობა სწორედაც რომ აქტიური და ზედმეტად აქტიური ცხოვრებითაც კი ცხოვრობს. ამიტომ 4 თვიდან ქალს უკვე შეუძლია, ბანდაჟი ატაროს. თუმცა, რა თქმა უნდა,
ექიმთან შეთანხმებით. ამ აქსესუარის მთავარი ფუნქციაა, ზურგზე ზეწოლა შეასუსტოს, ფეხებზე სიმძიმის შეგრძნებისგან გაგათავისუფლოთ და დაღლილობის შეგრძნება მოგიხსნათ.
წარმატების საიდუმლო მის სწორად შერჩევაშია. უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტს, რომელსაც ელასტიური ბამბის ქამარი აქვს.
ბანდაჟი არამხოლოდ კომფორტის საგანი, მკურნალიცაა. ის შეუცვლელი შემწეა მრვალნაყოფიანი ფეხმძიმობისას, ფეხმძიმობის შეწყვეტის რისკისას, ოსტეოქონდროზისას.

არსებობს მოსაზრება, რომ ბანდაჟის ტარება სტრიების გაჩენისგან იცავს, თუმცა ეს ცოტა გაზვიადებულია. სტრიების გაჩენა გენეტიკურ ფაქტორზე და კანის ელასტიკურობაზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, ბანდაჟი ხელს შეგიწყობთ, რომ სტრიები ნაკლებად გამოხატული იყოს.
ბანდაჟი ამცირებს მზარდი საშვილოსნოს დაწოლას სხვა ორგანოებზე (კუჭზე, შარდის ბუშტზე). მისი წყალობით ეს ორგანოები თავისუფლად ფუნქციონირებენ.

მინუსები
ბანდაჟი უკუნაჩვენებია ნაყოფის არასწორი მდებარეობისას. დიახ, ბანდაჟი აფიქსირებს ნაყოფის პოზიციას, მაგრამ ასეთ
შემთხვევაში ბავშვს უკვე მანევრისთვის თავისუფალი სივრცე სჭირდება.

ბანდაჟი ყოველთვის მარტივი სატარებელი არ არის. მაგალითად, საცვლის ფორმის ბანდაჟს ხშირი რეცხვა სჭირდება, რაც ქსოვილს სწრაფად აზიანებს.

თასმებიან ბანდაჟს რთული კონსტრუქცია აქვს და მუცლის ზომაზე მორგება რთულია. შეიძლება მოგიჭიროთ, დაგაწვეთ. ზაფხულშიც ძალიან მოუხერხებელია.
ერთი სიტყვით, კონკრეტული ჩვენებები და საწინააღმდეგო ჩვენებები გააჩნია, ამიტომ ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
18471
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```