დაბადებისას ახალშობილი გარემოს ბოლომდე ვერ აღიქვამს, თუმცა გარკვეულ შეგრძნებებს ის ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას ეჩვევა, გაგიკვირდათ? ნაყოფი გარესამყაროსგან იზოლირებული არ არის, ჩასახვის მომენტიდან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე თქვენი პატარა სამყაროს გარკვეულწილად, მეტ - ნაკლებად ეცნობა. ხმები, შეხება, გემო რასაც ნაყოფი საშვილოსნოში ყოფნისას გრძნობს, ეს ყოველივე მას დაბადებისას გარესამყაროსთან შეგუებაში ეხმარება. აი, ის ოთხი საოცარი რამ, რასაც ახალშობილი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში შეიგრძნობს.
დედის შეხება
ხშირად ეხებით თქვენს მუცელს? თუ იშვიათად მაშინ ღირს რომ თქვენი ეს შეხედულება შეცვალოთ, ცდებით თუკი ფიქრობთ რომ მუცლად ყოფნის დროს ნაყოფს თქვენი შეხება არ სჭირდება, პირიქით, ის ყველაზე მეტად სწორედ ამას ელოდება. მეცნიერებმა 23 ქალი ორსულობის 21-ე კვირიდან 33 -ე კვირამდე შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ყველაზე მეტად მაშინ მოძრაობს, როდესაც დედა მუცელს ეხება, სწორედ ამიტომ რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ თქვენს მუცელს.
ხმები
ორსულობის მესამე ტრიმესტრში ნაყოფს სმენაც უვითარდება და უკვე ცალკეულ ბგერებსაც ამოიცნობს. მათ ფაქტიურად ყველაფერი ესმით: თქვენი გულისცემა, მუცლის ყურყური, საჭმლის მომნელებელი სისტემის ხმა, პრაქტიკულად ყველანაირი ხმა მათ ყურამდე აღწევს. გამომდინარე აქედან, შეგიძლიათ მას იავნანაც უმღეროთ, ზღაპრები წაუკითხოთ ან უბრალოდ ესაუბროთ მას, გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ არ ღირს ძალიან ხმამაღლა საუბარი ან მუსიკის ძალიან მაღალ ხმაზე მოსმენა, ხმაურის დასაშვები ნორმა არაუმეტეს 90-100 დეციბელია. გახსოვდეთ, მაღალი ბგერები ბავშვისთვის საზიანოა.
განაგრძეთ კითხვა