ოხრახუში ორსულობის დროს – განსაკუთრებული გაფრთხილება!
ოხრახუში ორსულობის დროს – განსაკუთრებული გაფრთხილება!
ოხრახუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვანილია და საკმაოდ სასარგებლოც. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ორსულობის დროს მასთან შედარებით ფრთხილად უნდა იყოთ.
ოხრახუშის სარგებლობის შესახებ ბევრისთვის არის ცნობილი. მასში ბევრია ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), რომელიც აუცილებელია იმუნიტეტისთვის, განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. მასშია ბეტა-კაროტინი (ვიტამინი A), B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, არის კალიუმის შესანიშნავი წყარო, მასშია ასევე კალცი, მაგნიუმი, რკინა.
თუმცა, ოხრახუშში, განსაკუთრებით მის ფესვში, არის ნივთიერება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა. ეს თვისება განსაკუთრებით საშიშია
ორსულობის ადრეულ ეტაპზე. ოხრახუშის (ასევე ნიახურის) ნაყენს იყენებენ ხოლმე არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად და ხშირად გამოსდით კიდეც.
გარდა ამისა, ოხრახუშს აქვს ძლიერი შარდმდენი მოქმედება, ამიტომ თირკმლებისა და შარდის ბუშტის პრობლემების დროსაც არ შეიძლება ამ მწვანილის გადამეტება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ მწვანილზე ორსულობის დროს სრულიად კი არ უნდა ვთქვათ უარი – მას მართლაც ძალიან ბევრი სარგებლობა მოაქვს, უბრალოდ, პირველ ტრიმესტრში უნდა შეზღუდოთ მისი რაოდენობა და არ მიიღოთ ოხრახუშის ფესვის ნახარში.

ასევე იხილეთ: პროდუქტები, რომლების მიღებაც არ შეიძლება ორსულობის დროს

ორსულობა და მედიკამენტები - რა უნდა ვიცოდეთ?
13898
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```