ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე პერიოდია ქალის ცხოვრებაში. საკუთარი სხეულში მიმდინარე ცვლილებების გარდა დედას მუდმივად უწევს იმ ფიქრებთან გამკლავება, როგორ ვითარდება ნაყოფი, როგორ ჩაივლის მშობიარობა და ჯანმრთელი იქნება თუ არა ბავშვი. ყველა მომავალი დედა გულისფანცქალით ელოდება მორიგ ექოსკოპიურ კვლევაზე რას ეტყვის ექიმი ნაყოფის მდგომარეობაზე. ხშირად მომხდარა, რომ ექოსკოპისტს საკმაოდ რთული დიაგნოზი დაუსვამს ნაყოფისთვის, საბოლოოდ კი სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მოვლენია ქვეყანას. თუმცა დედებს არასოდეს ავიწყდებათ ის შიში, რაც ამ დიაგნოზების მოსმენისას განიცადეს და ამ შემთხვევებს სოციალურ ქსელებში ხშირად იხსენებენ. ქვემოთ მოყვანილი კომენტარები სწორედ მსგავსი რეალური შემთხვევების მოწმეა. მათი წაკითხვისას დარწმუნდებით, რომ ყველაზე რთული დიაგნოზის შემთხვევაშიც კი იმედი არ უნდა დაკარგოთ და აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ დასკვნა სხვა ექიმთან.
მე მქონდა მსგავსი შემთხვევა. ექოზე მითხრეს, ბავშვს კუჭი არ ესინჯებაო. სხვასთან წავედი შემდეგ და დავწყნარდი. საშინლად მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი ექოსკოპისტთან. ერთ-ერთ კლინიკაში მივედი და ექოსკოპისტი მეუბნება, 2 ტყუპზე ხარ ორსულად, ერთი განუვითარებელია და მეორეს უშლის განვითარებაში ხელსო. ორივე როგორი გაჩნდება არ ვიციო... იქიდან როგორ გამოვედი, არ მახსოვს. მეორე დღეს სხვასთან მივედი და არაფერი მაგდაგვარი, 1 ბიჭი მყავს 2.8 წლის და სრულიად ჯამრთელი და განვითარებული. მე ვფიქრობ, ექოსკოპისტს ასე პირდაპირ არ უნდა მოეხალა ჩემთვის, რაც დაინახა, თან მარტო ვიყავი, შეცდა ერთი დანაშაული და ეგრევე მომახალა თან პირველ შვილზე - ეგ მეორე. შეშინება არ ვიცი, მაგრამ რვა თვის ორსულს მითხრა ერთმა პოპულარულმა ექოსკოპისტმა, ტყუპი რომ გყავთ, იცით ალბათო. რვა თვემდე ერთი იყო და ახლა როგორ გატყუპდა-მეთქი. ექოზე მითხრეს, რომ ბავშვს გულის მანკი ჰქონდა. შემდეგ იმავე დღესვე გადავამოწმე სხვასთან და მცდარი იყო. 4 კვირით ჩამორჩება ნაყოფი ვადას განვითარებითო, ფეხები მოკლე აქვსო და 3 კვირა გავატარე ჯოჯოხეთში, 3 კვირაში დაიბადა ჩემი გოგო 52 სმ. 3900. პირველ ექოზე მითხრეს, რომ ძალიან დიდი ზომის კისტა მქონდა, რამაც ძალიან შემაშინა, პლიუს გამომიწერა მილიონი წამალი. რა თქმა უნდა, გადავამოწმე და მცდარი აღმოჩნდა, არანაირი კისტა არ მქონდა. კისრის ნაოჭი ზღვარზე მაღალია, დიდი ზომის აქვსო, 2 დღე ისე ცუდად ვიყავი, გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ეგრე და ნორმაშია... ჩემს მეგობარს უთხრეს, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით იყო და შეეძლო მოეშორებინა... ჩემმა დაქალმა სასტიკი უარი განაცხადა და თქვა, რომ გაზრდიდა ისეთს, როგორიც გაჩნდებოდა. ჰოდა ჰოი საოცრებავ, ჩვენი ბიჭი სრულიად ჯანმრთელი გაჩნდა და უკვე 5 წლის ბიჭია. ჩემს მეგობარს უთხრეს, წადი, წადი, დროზე მოაშორე (!!!) ეს ნაყოფი, მკვდარიაო. პირველ შვილზე. უჯანსაღესი, ულამაზესი და უმაგრესი ბიჭია ახლა. ექოსკოპისტის შეცდომის რა გითხრათ, მაგრამ ორივე ბავშვზე გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 80% ბავშვები არ იქნებოდნენ ჯანმრთელნი, თუმცა ორივე შემთხვევაში გენრიეტა გაგოშიძე მამშვიდებდა, რომ ორივე იქნებოდა 100% ჯანმრთელი, როგორც ის ხედავდა... მართლაც, ორივე ჯანმრთელი დაიბადა. საგანგაშო არაფერი მახსენდება, მაგრამ ერთმა რადიოლოგმა მითხრა 20 კვირაზე, ბავშვი ცუდად ჩანსო, არ არის კარგად, შეიძლება მოგეშალოსო, სუნთქვაც დაუწუნა და გულის რითმიც. მეორე დღესვე მივედი სხვასთან, გადავოწმე და წიგნს მატანდა, წაუღე იმ რადიოლოგს, იქნება რამე ისწავლოსო. სრულიად ჯანმრთელ ბავშვზე გამიშვეს სასწრაფო აბორტზე, რადგან ბავშვი არის ანომალიებით სავსეო და პირდაპირ ვალდებული ხართ, რომ ასეთი ბავშვი არ გააჩინოთო... აბორტზე შესული დედამ გამომიყვანა სხვაგან გადასამოწმებლად... 10 წუთიც და გამიკეთებდნენ აბორტს. არადა ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა. 2001 წელს დედაჩემს უთხრეს უკვე 9 თვის ბავშვს, თავი არ აქვსო და უნდა მოგაშოროთო. არა, იყოს უთავო, რადგან უკვე 9 თვის ვარო... მერე გააჩინა, ყველაფერი მწყობრში ჰქონდა ბავშვს. მე პირადად ერთ-ერთ ცნობილ ექოსკოპისტთან მქონდა - ჩემს 28 კვირის ბიჭზე მითხრა, თავში ცისტა აქვსო! მთელი ორსულობა ვკვდებოდი დარდით და ნერვიულობით... სად და ვისთან არ ვიყავი, ყველა უარყოფდა, მაგრამ ის ხომ ხალხისგან უძლიერესს რადიოლოგად იყო აღიარებული, ამიტომ მე იმის სიტყვები მიღრნიდა ტვინს. საბედნიეროდ დაიბადა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი და დღეს 9 წლისააა უკვე!! ასე რომ, მე პირადად ვთხოვდი ბევრ თუნდაც პროფესიონალ ექიმს, ორსულს ცოტა ფრთხილად მიუდგნენ! ყველაზე მეტად მე ვავნე ჩემს თავს და ჩემს მუცლადმყოფ შვილს სწორედ იმ პროფესიონალი ექიმის არასწორი დასკვნის გამო! ასე რომ, დატკბით ორსულობით და იფიქრეთ კარგზე! ერთმა ექოსკოპისტმა ისეთი ამბებით გამომიშვა, რომ გამოვიტირე ჩემი პატარა ჯერ არდაბადებული გოგო. მისი თქმით, 32 კვირამდე თუ მიაღწევ, ძალიან მაგარი იქნებაო. სხვასთან გადავამოწმე 2 კვირის შემდეგ და მითხრა, ყველაფერი იდეალურად მიდისო, გაჩნდა ჩემი პატარა 39.5 კვირაზე, ჯანმრთელი და პუტკუნა. პირველ ნანატრ შვილზე რომ გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, ექიმთან გავიქეცი მეორე დღეს. ექო გამიკეთა და შოკში ჩამაგდო. მითხრა "აქ ორსულობაა, მაგრამ ნაყოფი არ ჩანს, სასწრაფოდ აბორტი გაქვს გასაკეთებელი, ახლავეს წამომყევიო". იმ წუთას შოკში ვიყავი. ვთხოვე, ერთი კვირა მადროვე-თქო, გადაირია, სასწრაფოდ უნდა მოიშორო ეს რაღაცო. რა ხდებოდა ისიც კი არ ამიხსნა, არც სამედიცინო ენაზე და არც არანაირად. შოკში ჩავარდნილი წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. ერთი კვირა ვტიროდი. ამ ხნის განმავლობაში კიდევ დამირეკა, რატომ აგვიანებ მოსვლას, დროზე მოდი და მოიცილე, რაღას ელოდებიო. ერთი კვირის შემდეგ მივედი სხვა ექიმთან. მოვუყევი მდგომარეობა, ექო გამიკეთა და აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაში იყო და, რა თქმა უნდა, ნაყოფიც ჩანდა. უჯანმრთელესი ფეხმძიმობა მქონდა მთელი ცხრა თვე და სრულიად ჯამრთელი ბავშვი გავაჩინე 3.500.