როდის ჯობს გახდეთ დედა - 20 თუ 40 წლის ასაკში და არის თუ არა განსხვავება ასაკობრივად ორსულობასა და მშობიარობას შორის
როდის ჯობს გახდეთ დედა - 20 თუ 40 წლის ასაკში და არის თუ არა განსხვავება ასაკობრივად ორსულობასა და მშობიარობას შორის
ბოლო პერიოდში, იმ ქალების საშუალო ასაკი, რომლებიც პირველ შვილს აჩენენ, გაიზარდა. ზოგი ამტკიცებს, რომ პირველი ბავშვის გასაჩენად ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთი კი 30 წლის შემდეგ შესაძლო გართულებებსა და საფრთხეებზე საუბრობს. თუმცა მეან-გინეკოლოგებს თავიანთი განმარტება აქვთ.

როდის შეიძლება ვთქვათ, რომ ქალი პირველი მშობიარობისთვის უკვე ხანდაზმულია?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით, ახალგაზრდობა 45 წლამდე გრძელდება. ამიტომ, ზედა ზღვარი აღარ არსებობს. ხოლო ქვედა ზღვარი 25-დან 35 წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ გვიან დაგეგმილი პირველი ორსულობის ასაკში 30 წლის ქალებიც შედიან.

რა განსხვავებაა ორსულობის დროს 19, 30 ან 40 წლის ქალებში?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, რომ კვერცხუჯრედი სრულფასოვანი და ჯანმრთელი იყოს. აქ კი ასაკთან მივდივართ.
პირველ რიგში, წლების განმავლობაში ქალის სასქესო უჯრედების ხარისხი ნელ-ნელა უარესდება და არსებობს ქრომოსომული ანომალიების რისკი (განსაკუთრებით, დაუნის სინდრომის). გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების რისკიც იზრდება.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 40 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მშობიარობა, მაგრამ, ორსულობის მიმდინარეობა ექიმმა კარგად უნდა შეაფასოს.

რატომ გვჭირდება ორსულობის დაგეგმვა?

დაუგეგმავი ორსულობა ახალგაზრდა ასაკში, როგორც წესი, ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ უფროს ასაკში წყვილი ექიმთან უნდა მივიდეს და საჭირო გამოკვლევები ჩაიტაროს. 40+ ქალები მუდმივად უნდა იყვნენ გინეკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა
სხვა სპეციალისტიც ჩაერთოს პროცესში, მაგალითად, გენეტიკოსი.
ორსულობისთვის მომზადებას 3 თვეზე ნაკლები სჭირდება, თუმცა, თუ პროცესი 6 თვემდე გაგრძელდა, მაშინ წყვილმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს და შესაბამისი კვლევები ჩაიტაროს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც წყვილს დიდი ასაკი აქვს, დაორსულებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.

რა განსხვავებაა 40 წლის შემდეგ პირველ და მომდევნო ორსულობას შორის?

პირველ რიგში, 40 წლის შემდეგ მშობიარობა ფსიქოლოგიურ ფაქტორთანაცაა დაკავშირებული. როგორ წესი, ქალები ინფორმირებულნი არიან და წინასწარ იციან შესაძლო გართულებებისა და რისკების შესახებ. ამიტომ, მომატებული შფოთვა აქვთ. იმისათვის, რომ ემოციური ფონი შემცირდეს, აუცილებელია, ექიმსა და მომავალ დედას შორის უწყვეტი კომუნიკაცია არსებობდეს და დეტალები კარგად იყოს განმარტებული. მეორე და შემდეგი მშობიარობა უმჯობესია, თუ ფიზიოლოგიური გზით მოხდება.

ყოველთვის შეიძლება არსებობდეს უფროს ასაკში გართულებები?

არა, თუმცა 40 წლის შემდეგ გარკვეული გართულებების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე იქამდე. დროთა განმავლობაში, ყველა ადამიანი სხვადასხვა დაავადებას აგროვებს.

რეკომენდაციები მომავალ დედებს, რომლებიც 40+ ასაკში გადაწყვეტენ შვილის გაჩენას

სასურველია, შვილი 40 წლამდე გააჩინოთ, მაგრამ, თუ თქვენ ამ ასაკში მიიღებთ გადაწყვეტილებას, ძალიან დიდი ყურადღებით შეარჩიეთ ექიმი, ჩაიტარეთ ყველა გამოკვლევა, რასაც ის გირჩევთ და მიჰყევით რეკომენდაციებს. ბოლოს, ნებისმიერ სიტუაციში იყავით ოპტიმისტური განწყობით და ეცადეთ, პოზიტივი არ დაკარგოთ.



5247
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი