რატომ არ შეიძლება ორსულობის დროს ფრჩხილების დაგრძელება და ეპილაცია - 7 პროცედურა, რომელიც ორსულობის დროს არ უნდა ჩაიტაროთ
რატომ არ შეიძლება ორსულობის დროს ფრჩხილების დაგრძელება და ეპილაცია - 7 პროცედურა, რომელიც ორსულობის დროს არ უნდა ჩაიტაროთ
ორსულობა ცხოვრების მშვენიერი პერიოდია, როდესაც, მიუხედავად სირთულეებისა, ყველა ქალს სურს, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. თუმცა, ყველა პროცედურა უსაფრთხო ნამდვილად არ არის და ამ პერიოდში ზოგიერთი მათგანის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ. 

ინიექციები

ნებისმიერი პროცედურა, რაც ინიექციას საჭიროებს, სერიოზული ჩარევაა ორგანიზმში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სისუსტე, ალერგიული რეაქციები, რაც, თავის მხრივ, საშიშია როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ორსულობის დროს ქალის ჰორმონების მგრძნობელობა ინიექციაზე შესაძლოა არაპროგნოზირებადი იყოს. ამიტომ, მინიმუმ 9 თვე, ექიმების უმეტესობა მომავალ დედებს რეკომენდაციას აძლევს, რომ თავი შეიკავონ ბოტოქსისა და სხვა მსგავსი პროცედურებისგან.

ფრჩხილების
დაგრძელება

mshoblebi

მაშინაც კი, როდესაც ორსულ ქალბატონებს ტოქსიკოზი არ აწუხებთ, მძაფრ სუნზე შესაძლოა ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდეთ, განსაკუთრებით ქიმიურზე. ამან კი გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამიტომ, ორსულობის დროს ფრჩხილების დაგრძელებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ბევრი სპეციალისტი ფრჩხილების გელ-ლაქით დაფარვასაც ეწინააღმდეგება. გასაშრობ აპარატს გამოსხივება აქვს და შესაძლოა კანის დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, ორსულობის დროს უმჯობესია, თუ მხოლოდ ლაქით შემოიფარგლებით.

გათეთრება და პილინგი
mshoblebi

კანის პიგმენტაცია ორსულობის დროს ჰორმონალური ფაქტორითაა განპირობებული. მუქი ლაქები, უმრავლეს შემთხვევაში, მშობიარობის შემდეგ გაქრება. ამიტომ, სპეციალურ პროცედურებს ორსულობის დროს ნუ ჩაიტარებთ. ამან შესაძლოა ნაყოფის კანიც კი დააზიანოს. გარდა ამისა, პილინგმა შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს მომავალი დედის კანი. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს პროცედურის მიმართ მგრძნობელობა გაცილებით მომატებული და მტკივნეულია.

გადახურება

mshoblebi

ნებისმიერმა პროცედურამ, რომლის დროსაც გამოიყენება ცხელი საშუალებები, მათ შორის, ცხელი აბაზანა, შესაძლოა ორსულობის დროს გარკვეული უკუჩვენება გამოიწვიოს. ძალიან მაღალი ტემპერატურა კუნთის მასას ზრდის, რამაც შესაძლოა თვითნებური აბორტი გამოიწვიოს. ითვლება, რომ მსგავსი პროცედურები ორსულობის პირველ თვეებში განსაკუთრებით საშიშია, თუმცა, უმჯობესია, თუ 9 თვის განმავლობაში საერთოდ შეიკავებთ თავს.

უკონტაქტო ეპილაცია

mshoblebi

ლაზერული, ფოტო თუ ულტრაბგერითი ეპილაცია, ორსულობის დროს აკრძალულია, რადგან მეცნიერები ზუსტად ვერ ასახელებენ იმ გავლენის ხარისხს, რაც შეიძლება ამ დროს დედასა და ბავშვს მიადგეს. ასევე, ქიმიური შემადგენლობის გამო, თმის მოსაშორებლად აკრძალულია კრემები, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. შუგარინგის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ამ დროს მომატებული მგრძნობელობაა და განსაკუთრებით მტკივნეულია. ერთადერთი გამოსავალი ინდივიდუალური საპარსია, თუმცა, აქაც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, რომ კანი არ დაიზიანოთ.

ტატუირება
mshoblebi

ორსულობის დროს ტატუს გაკეთება არ არის სასურველი, რადგან საღებავი ღრმად აღწევს კანში. სხვათა შორის, ქალებს, რომლებსაც წელის არეში აქვთ ტატუ, ექიმებმა შესაძლოა უარი უთხრან ეპიდურალურ ანესთეზიაზე. რადგან, პიგმენტის ნაწილაკები და მიკროორგანიზმები, რომლებიც ტატუირების დროს სხეულში მოხვდა, შესაძლოა ინიექციისას სითხეს შეუერთდეს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს მომავალი დედის ჯანმრთელობაზე.
1161
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები