მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე ინსტაგრამზე ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა:
"დედობისთვის წიგნებით უნდა მოემზადო თუ ინტუიტიურად?
მე მჯერა, რომ ყველა უნარჩვევა თავისით მოდის პრაქტიკაში. ტექნიკურიც და თეორიულიც.
ეს ისეა, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი - რამდენიც არ უნდა ისწავლო თეორია, მაინც გზას ნულიდან იწყებ, როცა მუშაობას შეუდგები. პრაქტიკულად სწავლობ საქმეს, შეიცნობ საკუთარ თავს და სტილს.
ასევე ვარ დედობის შემთხვევაში.
ორსულობის დროს რეჟიმზე გავაკეთე აქცენტი: საათობრივად ვიკბებებოდი და მეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ყოველდღე დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ველაპარაკებოდი პატარას.
უნდა ითქვას ისიც, რომ სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად".